ამ ამბის თანამონაწილე Swarovski გახლდათ, სწორედ ამიტომ ხედავთ მოტოროლას დასაკეც Razr და Moto Buds Loop-ს ბრჭყვიალა, სვაროსვსკის თვლებით. ბრილიანტის კოლექციაში სპეციალური გამოშვების Razr 2025-ს შეხვდებით, რომელიც Ice Melt-ის ტონალობაში PANTONE-მა გამოაწყო. 3D ტექსტურითაა წარმოდგენილი და სვაროვსკის 35 ბრილიანტით გაწყობილი.

აქ წარმოდგენილი ღილაკებიც კი კრისტალების ჭრილებს ჰბაძავს. ხოლო ტექნიკური მხარე იგივე რჩევა, 6.9-დიუმიანი AMOLED ეკრანით და MediaTek ჩიპით.

სმარტფონის ბრჭყვიალა ელფერს Moto Buds Loop-იც შეუსაბამეს, რომელიც ასევე ღია ცისფერითაა წარმოდგენილი და კრისტალებით გაფორმებული.

ბატარეის ხანგრძლივობა თითო დამუხტვაზე 8 საათს აღწევს, რასაც ქეისის 29 საათიც ემატება. შეფუთვა კი გამჭვირვალე ჩანთის მსგავსი ქეისით სრულდება, რომელიც ღიად გვაჩვენებს იმას, რაც ღირსეულად იკავებს ადგილს ბრილიანტების კოლექციაში.

ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ — ფასი 999.99 დოლარია, უშუალოდ გაყიდვები კი მოტოროლას ვებგვერდზე, ამაზონსა და Best Buy-ზე 15 აგვისტოდან დაიწყება. წინასწარი რეგისტრაციაც დაწყებულია…

![]()












