in

მოტოროლას რებრენდინგი (inspired by Google)

2013 წლიდან მოტოროლა ახალი ლოგოთი გამოვა. როგორც უკვე ცნობილია კომპანია Motorola Mobility Google-მა შეიძინა და მისი ლოგოც “გუგლისეული” გახდა.

მოტოროლა თითქმის ორი წელია Google–ის მფლობელობაშია და ლოგოს დიზაინით თუ ვიმსჯელებთ Google-ს აშკარად ბევრი ახალი გეგმა აქვს მოტოროლასთან დაკავშირებით.

ცნობილი “M” ისევ ხელუხლებელია, სამაგიერoდ შეიცვალა წრე, რომელშიც ლოგოა დახატული და ლოგოს ახალი მფლობელის სახელიც დაემატა.

motorola_google_logo

ინტერნეტ გიგანტი  არა მხოლოდ ახალ პროგრამებს გამოუშვებს, არამედ მათ თავის მოწყობილობებში ჩაწერს. ეს სიამოვნება Google.com-ს 12,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა.

მიზეზი მოტოროლას შესყიდვისა მხოლოდ მობილურების წარმოება არ იყო. მოტოროლას 17 000 ტელესაკომუნიკაციო პატენტი ეკუთვნის ( შედარებისთვის ნოკია 10 000, ხოლო Apple 4500 ფლობს)

„ევროვიზია“ მთელს ევროპას უნიკალური გზით აერთიანებს. ეს არის მუსიკა- ენა, რომელიც ყველას ესმის

8 მეთოდი, როგორ გახდეს თქვენი მეილ მარკეტინგი უკეთესი