in

მოტოციკლის ვიბრაციები iPhone-ის კამერას აზიანებს

როგორც აღმოჩნდა, მსგავს რხევებს სმარტფონის კამერების დეგრადაცია შეუძლია

veon
veon

Apple-ის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, iPhone-ის კამერებზე მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციები დამაზიანებლად მოქმედებს. მათ შორისაა, მოტოციკლების მაღალი სიმძლავრის ძრავების მიერ წარმოქმნილი ვიბრაციები. როგორც აღმოჩნდა, მსგავს რხევებს სმარტფონის კამერების დეგრადაცია შეუძლია.

“გაბლარული გამოსახულების თავიდან ასაცილებლად, iPhone-ის მოდელებს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS) აქვს. ასევე, დახურული-მარყუჟის ავტოფოკუსი (AF)  გრავიტაციის ეფექტსა და ვიბრაციას საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რათა მკვეთრი ფოკუსი უზრუნველყოს” – ნათქვამია განცხადებაში.

მართალია, OIS და AF სისტემები გამძლეობისთვისაა შექმნილი… თუმცა როგორც ბევრი სამომხმარებლო ელექტრონიკის შემთხვევაში ხდება, რომლებიც OIS-ის მსგავს სისტემებს იყენებს, ხანგრძლივმა პირდაპირმა ზემოქმედებამ (კერძოდ, მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებმა) შეიძლება, სისტემების დაქვეითება გამოიწვიოს. საბოლოო ჯამში კი გამოსახულების ცუდ ხარისხს მივიღებთ როგორც ფოტოების, ისე ვიდეოების შემთხვევაში.

არა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა აარიდოთ ნებისმიერ ელექტრულ იარაღს. ეფლის თანახმად, საქმე მხოლოდ მოტოციკლს ეხება. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, მისი მართვისას სმარტფონი თან არ ატაროთ.

აღნიშნულს მოწმობს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციაც – როგორც ჩანს, ერთ წელზე ნაკლებ დროის ინტერვალში დამღუპველად იმოქმედა მოტოციკლის ვიბრაციამ სმარტფონზე.

იქნებ, ასე წარმოედგინათ 2021 წელი 70-იანებში? – Mercedes-Benz-ის რეკლამა

8 წლის ანა, როგორც ფერების ოსტატი