in

ნახეთ: მოცეკვავე სინათლეებისა და ბუნების შერწყმა ფოტოგრაფიაში

ვიტორ შაიტის შემოქმედება ბუნებასთან ინტეგრაციის პროცესის იდეის ირგვლივ ტრიალებს

სინათლე მშვენიერი რამაა – ფოტოგრაფიაც კი, თავისი ბერძნული ფუძით სინათლეს ეხება. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ვიტორ შაიტიმ თავის ნამუშევრებში სრულად მოიცვა სინათლის ბუნება და მისი მშვენიერება… 2015 წელს მან დაიწყო სერიაზე მუშაობა, სახელწოდებით, Impermanent Sculptures, რომელიც აერთიანებს, როგორც მსუბუქ ფერწერას, ისე ცეცხლოვანი გარსით მოცულ ხეებსა და სხვა ბუნებრივი საგნებს. ეს მოელვარე პეიზაჟები ზღაპრულ მაგიას იწვევს, რაც დელიკატური ფოტოგრაფიული პროცესის შედეგია. 

ვიტორ შაიტის შემოქმედება ბუნებასთან ინტეგრაციის პროცესის იდეის ირგვლივ ტრიალებს. ბუნებრივი ფონი, რომელიც ძირითადად ბრაზილიის ტერიტორიაზეა მოცემული, ფოტოგრაფისთვის შესანიშნავ ტილოს წარმოადგენს. “სინათლე ფუნჯად იქცევა, სივრცე ჩემს გარშემო არის ტილო. ქაღალდი, რომელზეც ვწერ კითხვებს, ვხატავ პასუხებს, ვპასუხობ აზრებს, ვხსნი ან ვმალავ საიდუმლოებებს” – აღნიშნავს ფოტოგრაფი. 

ამასთან ერთად, შაიტი, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, ფეიერვერკს და “ფოტოშოფს” იყენებს.

შაიტის აზრით, ფოტოსურათის გადაღება დროის ზუსტი ცეკვაა… “მე ნეიტრალური სიმკვრივის ფილტრს ვიყენებთ, რათა მშვენიერი წონასწორობა ვიპოვო ნაპერწკლების სიკაშკაშესა და ბუნებრივ სინათლეს შორის. ეს არის მშვენიერი და შეზღუდული ბალანსი, რომელიც დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება”. 

კიდევ ერთი დასტური, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს! – Google-ის რეკლამა

გისოსებს მიღმაც, სპორტი არის თავისუფლება! – პატიმრებით დაკომპლექტებული პირველი გუნდი ვირტუალური რბოლისთვის