in

მოწყობილობა, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

იცოდი, რომ წლის განმავლობაში საქართველოში გულის გაჩერების რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება?

თუმცა, უბედური შემთხვევების დროს, გულის გაჩერება, სინამდვილეში, პირდაპირი მნიშვნელობით გაჩერებას არ გულისხმობს; გულის “გაჩერება”, ძირითადად, გამოწვეულია სიცოცხლისთვის საშიში არითმიით – იგივე, ფიბრილაციით.

ფიბრილაციის დადგენა და მკურნალობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია კლინაში მისვლამდე. ამისთვის კი ეს პატარა მოწყობილობა – ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორია საჭირო.

დეფიბრილაცია აღადგენს გულის ნორმალურ რითმს, ის აკეთებს გულის ერთგვარ “რესტარტს”. დეფიბრილაცია ყველაზე ეფექტურია შემთხვევიდან პირველ 3 წუთში და აორმაგებს ან ასამმაგებს გადარჩენის შანსს. დეფიბრილაციის თითოეული წუთით დაგვიანება დაზარალებულს 10%-ით უკარგავს გადარჩენის შანსს.

გადარჩენის შანსების დამოკიდებულება დროზე შეგიძლიათ ნახოთ დიაგრამაზე:

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დეფიბრილატორით აღჭურვილი იყოს რაც შეიძლება მეტი საჯარო და გასართობი სივრცე, სავაჭრო და კვების ობიექტები, სასტუმროები მოლები, ბიზნეს ცენტრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.

პირველადი დახმარების ცენტრმა ქართულ ბაზარზე წარმოგვიდგინა სიახლე – ქართულენოვანი, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი (AED), რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და უზრუნველყოფს მკაფიო ინსტრუქციებს ქართულ ენაზე.

დეფიბრილატორის მნიშვნელობა კარგად არის გააზრებული განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ის თითქმის ყველა საჯარო თავშეყრის ადგილასაა ხელმისაწვდომი. მოგზაურობისას ნიშანს “AED” ხშირად შეხვდებით ევროპაში არსებულ მოლებში, ზოოპარკებში, ავტობუსის გაჩერებებზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევა ხალხმრავლობით.

საქართველოშიც უკვე არაერთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ აღჭურვა თავისი სივრცე ამ მოწყობილობით.

ეს პროდუქტი ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რომ თავის ობიექტზე დანერგოს ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოების სტანდარტი, უკვე საქართველოს მოსახლეობაზე მორგებული ვერსიით.

დამატებითი უპირატესობები, რასაც პირველადი დახმარების ცენტრი პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს:

  • დეფიბრილატორთან ერთად, კომპანია თანამშრომლებისთვის გულ-ფილტვის რეანიმაციისა და დეფიბრილატორის გამოყენების მასტერკლასსაც გთავაზობთ.
  • გადაუდებელ სიტუაციაში გამოყენების შემთხვევაში, დეფიბრილატორის ელექტროდებს კომპანია უფასოდ ჩაგინაცვლებთ;
  • ასევე, გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ხდება პირველადი დახმარების ცენტრის კლუბის წევრი და იღებს სპეციალურ შეთავაზებებსა და საჩუქრებს;
  • პარტნიორი კომპანიებსა და დაწესებულებებს პირველადი დახმარების ცენტრი ტრენინგებს განსაკუთრებული ფასით სთავაზობს.
  • ცენტრის გამართული კომუნიკაცია და ხელმისაწვდომი სერვისები – თქვენი სფეროს საჭიროებებზეა მორგებული.

დეფიბრილატორის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.defibrillator.ge.

[R]

როგორია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მკითხველი აუდიტორიის მოზიდვის პროცესი?

„წინ და წინ – ფინანსობანა“ – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა