in

მსოფლიო ბრენდების მიერ ყველაზე მოთხოვნადი სერვისები

დღეს, სწრაფად განვითარებად გლობალურ ბაზარზე, ბრენდები ყველაზე ინტენსიურ კონკურენციასა და მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს აწყდებიან, ამიტომ კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, ბრენდებმა დროულად და ეფექტურად აუწყონ ფეხი ახალ გამოწვევებს. ასეთ დროს კი ხშირად ხდება outsource კომპანიებისგან სერვისების მიღების საჭიროება, რადგან აუთსორს კომპანიები ბიზნესებს იმ ცოდნასა და რესურსებს აწვდიან, რაც შესაძლოა კომპანიებს ადგილზე არ ჰქონდეთ.

Starcom კომპანია Publicis Groupe-ის შვილობილი სარეკლამო სააგენტოა, რომელიც 2000 წლიდან მსოფლიო ბაზარზე (110 ქვეყანაში), მათ შორის საქართველოშიც ოპერირებს. Starcom-ის სერვისები კი სარეკლამო მომსახურების სრულ სპექტრს მოიცავს.

იმისთვის, რომ კომპანიამ ბაზარზე სწორად ოპერირება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ის კარგად იცნობდეს სამიზნე აუდიტორიას, ამისთვის კი ბაზრის სხვადასხვა მეთოდით კვლევა დიდ როლს თამაშობს, რადგან სწორედ კვლევის შედეგებიდან მიღებული მიგნებები ეხმარება ბრენდებს სამიზნე აუდიტორიის არა მხოლოდ გაცნობასა და მათთან სწორად კომუნიკაციის დაგეგმვაში, არამედ პროდუქტის განვითარების დროს მაქსიმალურად დახვეწილი შედეგის მიღებაში.

ბიზნესები, რომლებიც მონაცემებზე დაყრნობით იღებენ გადაწყვეტილებებს, უფრო მალე და მარტივად ახერხებენ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდას, ოპერაციების გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას. Ბიზნეს ანალიტიკა კი კომპანიებს სწორედ მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს, რაც ბუნებრივია, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასა და შემოსავლის ზრდაზე აისახება.

ორგანიზაციები, რომლებიც IT სისტემების დახმარებით ცდილობენ ოპერაციების გამარტივებას, ბიზნეს მიზნების მიღწევას, ხარჯების შემცირებასა და უსაფრთხოების გაზრდას, ხშირად იყენებენ Solutions Architecture-ს, რაც მომხარებლის ბიზნეს მიზნების, ტექნიკური საჭიროებებისა და ბიუჯეტის მიხედვით მათზე მორგებული გამოსავლის ძიებას გულისხმობს. Მთელ ამ პროცესში კი Solution არქიტექტორია ჩართული, რომელიც ისეთ ცოდნას ფლობს, როგორებიცაა: კიბერსუაფრთხოება, მონაცემთა ანალიტიკა, ღრუბლოვანი გამოთვლა და Software Development.

Connections Planning-ის მიზანი ყოვლისმომცველი ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაა, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს ისეთი მარკეტინგული კამპანიები დაგეგმონ, რომლებიც მომხმარებელთა ჩართულობის, ბრენდის ცნობადობასა და გაყიდვების ზრდაზე აისახება.

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ეფექტური ციფრული მარკტინგული სტრატეგიის შემუშავება საძიებო სისტემების, სოციალური მედიის პლატფორმებისა და მობილური მოწყობილებების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას საჭიროებს. Search, Social & Mobile სერვისის მიზანი კი ყოვლისმომცველი ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაა, რომელიც ბრენდებს ონლაინ ხილვადობის, ჩართულობისა და კონვერტაციის გაზრდაში დაეხმარებათ. Მაგალითად, Statista-ს მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ციფრული რეკლამის ბაზრის დაახლოებით 32%-ს Google-ის საბაზრო წილი შეადგენდა.

Marketplace Intelligence & Investment ბაზრის კვლევით, ფინანსური ანალიზითა და სხვადასხვა ტაქტიკის საშუალებით მიზნად კომპანიებისთვის ისეთი ყოვლისმომცველი, ქმედითი ინსაითების მიწოდებას ისახავს, რომელიც მათ  საინვესტორო შესაძლებლობებისა და რისკების განსაზღვრაში დაეხმარებათ.

ამ სერვისის მიზანი სპორტულ ინდუსტრიაში არსებულ ბიზნესებსა და ორგანიზაციებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაა. ამის უზრუნველყოფა კი სპორტულ ორგანიზაციებთან, სპორტსმენებთან და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით ხდება, რათა მათ გამოავლინონ თანამშრომლობის შესაძლებლობები და შექმნან ინოვაციური კამპანიები, რომლებიც აღძრავს ბრენდის ცნობადობასა და ლოიალობას.

E-commerce, CRM და მყიდველთა მარკეტინგი ბოლო წლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. Statista-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2023 წლის ბოლოს e-commerce-ით მიღებული შემოსავალი US$680.70 მილიონს მიაღწევს. ამის Მიზეზი, ერთი მხრივ, კოვიდია, რადგან ამ დროს განსაკუთრებით გაიზარდა ონალინ პლატფორმებზე მოთხოვნა, მეორე მხრივ კი, ბიზნესებიც მიხვდნენ, რომ მომხმარებლების მიერ პლატფორმებზე დატოვებული მონაცემები მათი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია. ეს სერვისი კი სწორედ ამ მონაცემების ანალიზს გულისხმობს.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ბრენდებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იყვნენ შესამჩნევი ბაზარზე. ადგილობრივი ბაზრის ანალიზითა და ბიზნესის შესაძლებლობების იდენტიფიცირებით კი ბრენდებს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი ხილვადობა.

მომხმარებლისთვის, თანამშრომლებისთვის და სხვა, ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის პოზიტიური და მნიშვნელოვანი გამოცდილებების შექმნა უმნიშნველოვანესია. Human Experience in Action სერვისის მიზანი კი მომხმარებელთა ერთგულების, თანაშრომელთა კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის ზრდაა, რომელსაც კომპანია ისეთი სტრატეგიითა და ტაქტიკით უზრუნველყოფს, როგორიცაა: პერსონალიზირებული გამოცდილების შექმნა, თანამშრომლების ტრენინგების პროგრამების შემუშავება და სხვ.

[პარტნიორის კონტენტი]

ქალი, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს — მისი დნმ-ის საფუძველზე ახალ წამლებს შექმნიან

შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ — „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია