3D პრინტერს რომ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, უკვე კარგა ხანია, გვიმტკიცებს. ამჯერად, მისი პროდუქტი მაუსია, რომელიც საკუთარ თავში კომპიუტერსაც მოიცავს. კერძოდ, ერთი შეხედვით, შავ და პრიმიტიულ მაუსში მოთავსებულია კლავიატურა და ეკრანი. კლავიატურასთან იგი ბლუთუზით კავშირდება, ეკრანზე კი მაუსის მოძრაობით გადაადგილდება მისი მაჩვენებელი. პროდუქტი იუთუბერის შექმნილია, რომელიც საკუთარ Channel-ზე მის მიერ მსგავსად შექმნილ მოწყობილობებს უმხელს საზოგადოებას.
წყარო: Mashable











