in

მოუსმინე, როგორ ჟღერს გულგრილობა! – კამპანია ცივი იარაღის წინააღმდეგ

დღესდღეობით, საქართველოში ცივი იარაღის შეძენა არასრულწლოვანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან  540 ბასრი საგანია ამოღებული. ამ თემასთან დაკავშირებით, კრეატიულმა სააგენტო Watergunz-მა სოციალური კამპანია წამოიწყო: “თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედია საშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე როგორც ჩვეულებრიობას ისე ვიღებთ”. მომზადდა პეტიციაც, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობას საჭიროებს. მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა? ვიდეორგოლში, რომელიც კამპანიის ფარგლებში შექმნა Watergunz-მა, იმ იარაღებს ვხედავთ, რომლებიც არასრულწლოვანებმა ორი საათის განმავლობაში თბილისის მაღაზიებში დაუბრკოლებლად შეიძინეს…

BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/wtrgnz/videos/834233973589291/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ბაჩო მებურიშვილი, Watergunz-ის კრეატივ დირექტორი: “დაახლოებით, იმ ასაკის შვილები გვყავს, რომლებსაც ეს პრობლემები ეხება. აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადგილებში, სადაც ბავშვები იკრიბებიან, ხშირ შემთხვევაში, სკოლებთანაც, იყიდება დანები, “დუბინკები” და ელექტროშოკები. შემდეგ, ჩავატარეთ კვლევა და აღმოვაჩინეთ, რომ თბილისში ორმოცდაათამდე მაღაზიაა, სადაც ბავშვებს დიდი დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ იარაღის ყიდვა. საბოლოო ჯამში, იმ გახმაურებულ ტრაგედიებს, რომლებიც შემდეგ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გვიხეთქავს გულს, ეს მაღაზიები და ადგილები კვებავენ. მეორე ფაქტორია ის, რომ ამით იკვებება მენტალიტეტიც და იარაღი ხდება ბულინგის საფუძველი. მნიშვნელოვანია არამხოლოდ სახელმწიფოს გულგრილობა, არამედ თითოეული ჩვენგანის – ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მაღაზიები არსებობს თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევთ. ხშირად, მშობლებმაც იციან, რომ მათ შვილებს ცივი იარაღი ჰქონიათ ან ახლა აქვთ, მაგრამ არ რეაგირებენ. ვრეაგირებთ ბოლოს, როცა ტრაგედია უკვე მომხდარია. ჩვენი მიზანია, შეიზღუდოს ცივი იარაღით თავისუფლად ვაჭრობა და ეს ხდებოდეს მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში, სადაც უნდა წარადგინო ნასამართლეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობები, დადგე აღრიცხვაზე და ა.შ. რომ ნახოთ, როგორი თვალებით უყურებენ ბავშვები იარაღებს, მიხვდებით, საიდან იწყება პრობლემა. ისე ხდება, რომ ხშირად მთელი საზოგადოება ვებრძვით ხოლმე შედეგებს, მაგრამ ახლა გვინდა ვებრძოლოთ მიზეზებს. დიახ, ეს ვერ მოაგვარებს მენტალურ პრობლემას, სამაგიეროდ, გადავკეტავთ ონკანს, საიდანაც დიდი რაოდენობით იარაღი თავისუფლად ხვდება ქალაქში.”

Credits:
Agency – Watergunz
Production Company – Enkeny Films
Creative Director – Bacho Meburishvili
Senior Art Director – Matassi Sulakauri
Sound/Music Composer – Tornike Karchkhadze
Electronic Specialist – Mamuka Apakidze
Creative Team – Niko Ksnelashvili, Toy Rua Toidze, Zura Jijiashvili, Vano Kuparadze
Strategists – Mariam Mikelashvili, Elene Gugushvili
Graphic Designer – Baia Lomsadze
CG Artist – Akaki Kapanadze
Project Managers – Tatia Jikia, Nini Dvalishvili
Digital Media Strategist – Sophie Popiashvili

Director – Dato Borchkhadze
DoP – Omar Gelashvili
Producer – Sopho Orjonikidze
Decoration – Jimsher Berdzenishvili, Giorgi Kavelashvili, Gia Aprasidze, Dato Omanashvili, Erekle Gordeladze, Kino Fabrika
Light & Camera Equipment – JagaGrip
Focus Puller – Dito Dekanosidze
Dolly – Goga Chanturia
Gaffer – Vazha Aprasidze
Lighting – Misha Saganelidze, Leri Kapanadze, Robert Arakelian
Production Sound Mixer – Bacho Gvetadze
Sound Assistant – Nika Kokhreidze
Production Designer – Dato Chkoidze
Production Designer Assistant – Zaza Gogorishvili
SFX – Soso Gvasalia, Dato Gvasalia

Special thanks to: Georgian Film, JagaGrip, Kino Fabrika, Giorgi Shvelidze, Paata Godziashvili, Nino Tsitlauri, Sandro Nikolaishvili

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2019“ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება