in

„მოუსმინე შენს გულს“ — ინსტალაცია

საკუთარ გულს მოუსმინეო, ეს ფრაზა, ალბათ, თქვენც გსმენიათ და ახლა იგი ბილბორდებზე გადმოიტანეს. Creative Review-მ, BuildHollywood-მა და არტისტმა ჯოზეფ მელჰუიშმა ლონდონში არტინსტალაცია შექმნეს და სათქმელის გადმოცემა მოღიმარ პერსონაჟს დაავალეს. რაღაც ისეთი სურდათ, რაც კრეატორებს ჩარჩოებს მიღმა ფიქრისკენ მოუწოდებდა 3D ბილბორდების შექმნისას, რომლებიც ჯერ კიდევ ღირებული სივრცეა ბრენდებისთვის, სააგენტოებისა და შემოქმედებითი ადამიანებისთვის ყურადღების მისაპყრობად. 

BOG
BOG

მართალია, სოციალური მედიით გზავნილების მასობრივად გავრცელება უფრო მარტივად შეგვიძლია, მაგრამ ფიზიკური გამოცდილებები მაინც ღირებული რჩება. ამიტომაც პროცესი მელჰუიშმა ფიზიკური სივრცის მონახულებით დაიწყო, სურდა არსებული გარემო კარგად შეეგრძნო და სწორედ ამის შემდეგ გადავიდა იდეებზე, მრავალი კონცეფცია შეიმუშავა და არჩევანი იმაზე შეაჩერა, რასაც სურათებზე ხედავთ.

პერსონაჟის სახე ციფრულ ეკრანზეა გამოსახული, მის გარშემო კი ყველაფერი, მათ შორის გვერდით მდებარე ანალოგიური ბილბორდი, ფიზიკური 3D ელემენტების რთულ ნაკრებს ასახავს, იქნება ეს გულისცემა თუ ყურსასმენები, რომლებიც ორ ბილბორდს აკავშირებს ერთმანეთთან. 

ერთად აღვნიშნოთ PLUS-ის დაბადების დღე – გაიგე, რა გელოდება

დემნა გვასალია – #პირველისამსახური