NASA-მ შავი ხვრელის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. Chandra-ს რენტგენის ობსერვატორიის სააგენტომ წნევის ტალღები დააფიქსირა, რომლებიც პერსევსის გალაქტიკის შავი ხვრელიდან არის გამოგზავნილი. ეს ახალი სონიფიკაციაა, რაც მონაცემების ბგერად გადაქცევას გულისხმობს. მასშტაბი კი 57 და 58 ოქტავაზეა მოცემული, რითაც მისი მოსმენაც შესაძლებელი ხდება.
ამასთან, ხმების გადმოსაცემად სიხშირე თავდაპირველზე 144 და 288 კვადრილიონჯერ მეტია. ხოლო სკანირება სხვადასხვა მიმართულებიდან წამოსული ტალღების მოსმენის საშუალებას გაძლევთ. სურათში ასახული ლურჯი და იასამნისფერი კი ჩანდრას მიერ გადაღებული რენტგენის მონაცემებია.
„პოპულარული, მაგრამ მცდარი წარმოდგენაა, რომ კოსმოსში ხმა არ არის. ეს იმითაა გამოწვეული, რომ კოსმოსის უმეტესი ნაწილი ვაკუუმია, სადაც ხმები ვერ ვრცელდება. თუმცა გალაქტიკებში დიდი რაოდენობით აირები არსებობს, რაც ხმის ტალღებს გადაადგილების საშუალებას აძლევს“, — ვკითხულობთ NASA-ს განცხადებაში.
NASA-მ ჩანაწერი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც დაადგინა, რომ მარსზე ხმას ორი სიჩქარე აქვს. ხოლო უფრო ადრე გამოავლინა, რომ „იდუმალი ობიექტი“ კოსმოსში რადიოტალღებს აფრქვევდა. მონაცემთა სონიფიკაციის გამოყენებით კი, „პეპლის ნისლეულის“ მუსიკალური წარმოდგენაც შემოგვთავაზა.