in

როგორ გვეხმარება მოუთმენლობა კარიერაში?

უკვე დიდი ხანია, „მოუთმენლობა“ ჩვევების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გაკონტროლებასა და შემცირებასაც ვცდილობთ. ამასთან დაკავშირებით ანდაზაც კი არსებობს: „ვინც ითმენს, ის იგებს“. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ მოუთმენლობა რეალურად ძალიან კარგია კარიერისთვის?

pasha-statiebi
pasha-statiebi

სინამდვილეში, ეს შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც წინსვლისა და პოზიტიური მომავლის შესაქმნელად გვჭირდება. მართალია, მოუთმენლობას ჩვენი გონების დაბინდვა და ნეგატიური მოქმედებებისკენ იმპულსის მოცემა შეუძლია, მაგრამ ასევე არსებობს პოზიტიური გზები, მისი სწორი მიმართულებით გასავითარებლად.

ეფექტურობაზე ფოკუსირება

მოუთმენლობის ერთ-ერთი ნიშანია ნეგატიური რეაქცია იმაზე, რაც დღეს ხდება — თავის მხრივ, ეს რაღაც მეტის სურვილთან ასოცირდება. მოუთმენლობა ჩნდება, როცა ვხედავთ პრობლემას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული და ეს ჩვენს პროგრესს უშლის ხელს. ცოტა სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ეს სასარგებლოა კარიერული თვალსაზრისით.

სწრაფად ცვალებად ბიზნეს ლანდშაფტში და ორგანიზაციული ინოვაციების აუცილებლობაში, დამსაქმებლები აფასებენ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დაინახონ, რა შეიძლება გაუმჯობესდეს. ამასთან, ისინი აფასებენ თქვენს იდეებსა და მითითებებსაც, რომლებიც პროგრესზეა ფოკუსირებული.

ამის გათვალისწინებით, განსაზღვრეთ, რა არ მუშაობს და პოტენციური ბარიერებიც დაადგინეთ. თვალი ადევნეთ მომხმარებლებს, რომლებსაც თქვენთან თანამშრომლობის ნაკლებად ეფექტური გამოცდილება აქვს — ასე დაიწყებთ გადაწყვეტებზე მეტ ფიქრს.

მოქმედებაზე ორიენტირებულობა

მოუთმენლობის კიდევ ერთი ელემენტია მოქმედებაზე ორიენტაცია. როდესაც კოლეგას კონკრეტული საქმის შესასრულებლად დიდი დრო სჭირდება, შეიძლება ამან თქვენში შინაგანი შფოთვა გამოიწვიოს. ცხადია, ეს აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, თუმცა პოზიტიურმა და აქტიურმა მოუთმენლობამ, მოქმედებაზე ფოკუსირებით, შეიძლება წინსვლაში შეგიწყოთ ხელი.

ამას ადასტურებს Muse-ის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის მიხედვითაც, ზედმეტად მშვიდი ადამიანები ნაკლებად პროდუქტიულები და კრეატიულები არიან; ასევე, მათ უჭირთ საქმეზე ეფექტური კონცენტრირება. ამიტომაც, როცა მოუთმენლობის განცდა გეუფლებათ, მაშინვე საქმის შესრულებაზე კონცენტრირდით — „აიკაპიწეთ მკლავები“ და შეუდექით მუშაობას. იფიქრეთ თქვენს თანაგუნდელებზე, რა სჭირდებათ მათ თქვენგან წარმატების მისაღწევად. სცადეთ ახალი რამ და განავითარეთ თქვენი უნარები. განახორციელეთ იდეა, რომელიც წლებია, გაქვთ. შეამოწმეთ პოტენციური გადაწყვეტილებები, სანამ ისინი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. 

მოტივაცია

სხვა ყველაფერთან ერთად, შესაძლოა, მოუთმენლობა მოტივაციაც იყოს. მაშინ, როცა გადაწვას ახასიათებს უიმედობა, კონტროლის დაკარგვა და დანებების განცდა, მოუთმენლობა ეფექტურობის სურვილს ამძაფრებს.

გამოიყენეთ თქვენი მოუთმენლობა, რათა საკუთარ თავს ნდობისა და უნარის გრძნობა მისცეთ. შეახსენეთ საკუთარ თავს ყველაფერი, რასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწიეთ წარუმატებლობის მიუხედავად. გამოუტყდით საკუთარ თავს, რამდენი რამ გადაიტანეთ კარიერული ვარდნისას; იფიქრეთ ყველაფერზე, რაც ისწავლეთ და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ახალი აზროვნება სამსახურში.

იმის განცდა, რომ მეტი გინდათ და რეალურადაც შეგიძლიათ მიღწევა, მოტივაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.



ქართველი ხელოვანის ნამუშევარი, „ოლიჩკა”, გლობალურ კონკურსში მონაწილეობს და ჩვენი თითოეული ხმა მნიშვნელოვანია

უთხარით „დიახ“ ბედნიერებას! — Krispy Kreme სეზონურ აფექტურ აშლილობას ებრძვის