MOVE+ სინათლის თერაპიის მოწყობილობაა, რომლის ტარებასაც მარტივად შეძლებთ. იგი სინათლეს ქსოვილების განკურნებისთვის, ტკივილის შემსუბუქებისა და გამოჯანმრთელების დაჩქარებისთვის იყენებს. LED და ინფრაწითელი ნათურების კომბინაციით MOVE+ მიზნად ისახავს, გაგათავისუფლოთ სტრესისგან, ტკივილისა და ანთებისგან.
ლამაზ მოწყობილობას მისი უნიკალური და მოდულური დიზაინით ვიღებთ, რომელიც, შესაძლოა, ვირტუალურად მოთავსდეს თქვენი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. შექმნილია თქვენი სახსრებისა და კუნთებისთვის, მრავალი ნაწილისგან შედგება, რომელთა აწყობა, დაშლა და სასურველ ზომაზე დაყენება შეგიძლიათ. რეგულირებადი სამაგრებით MOVE+-ს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე მარტივადაც დაამაგრებთ.
მოწყობილობა ორ განსხვავებულ ტალღის სიგრძესა და სინათლის ტიპს იყენებს, აღწევს როგორც ზედაპირზე, ისე მის სიღრმეში და ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს. LED-ებით გამოსხივებული წითელი შუქი კოლაგენის წარმოებასა და ცირკულაციას აუმჯობესებს. ლაზერულ შუქს სნაიპერის მსგავსი სიზუსტეც კი აქვს, ისეთი ქრონიკული ტკივილების დროს, როგორიცაა ოსტეოართრიტი ან ხრტილის დაზიანება, ზედაპირის ქვეშ 6მმ-მდე აღწევს.
MOVE+ ფოტობიომოდულაციის გზით შეხორცების პროცესს ეხმარება — სინათლე უჯრედების ბუნებრივ მიტოქონდრიულ ფუნქციებს აძლიერებს, რათა დაზიანებული უჯრედების რეგენერაცია დააჩქაროს. გამოდის, დაზიანების შემთხვევაში ყინულების დადება, კრემების წასმა თუ სხვა სამედიცინო მასალების ყიდვა აღარ მოგიწევთ…