in

Movement Edu დემოკრატიულ ღირებულებებზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლებს ქმნის

საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობისთვის, ხშირად, სწორ და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა არ არის ხელმისაწვდომი. მეორე მხრივ, აქტიურია, ეს გზას უხსნის ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. შემეცნებით-გასართობი პლატფორმა Movement Edu-სა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობით, შეიქმნა ერთობლივი პროექტი „დემოკრატიის ღირებულებების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება“, რომლის მთავარი მიზანია ვიზუალური თხრობის საშუალებით მარტივად მიიტანოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებამდე და ნათლად ისაუბროს იმ ღირებულებების შესახებ, რაც ქვეყნისა და მოქალაქეების მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

პროექტის დანიშნულებაა აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება დემოკრატიის მთავარი ღირებულებების შესახებ. ავტორების თქმით, ეს, განსაკუთრებით, საგრძნობია ეთნიკურ უმცირესობებს შორის, სადაც არსებობს ენობრივი ბარიერი, რაც საზოგადოებრივი დიალოგისა და ურთიერთგაგების ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება. პროექტის ფარგლებში, Movement Edu დემოკრატიის ღირებულებების შესახებ შექმნის 15 ვიდეორგოლს, რომლებიც სუბტიტრების დახმარებით, 4 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ვიდეორგოლები Movement Edu-ს პლატფორმაზე განთავსდება და სხვადასხვა მედია-არხის მეშვეობით მიეწოდება მაყურებელს.

პირველი ვიდეორგოლი პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განთავსდა. მასში Movement Edu-მ თავისუფალი მედიის ცნება მიმოიხილა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მედიას დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში.

ვიდეორგოლების სერია ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით მზადდება. პროექტის დახმარებით, Movement Edu შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა დემოკრატია და მისი წარმოშობა, მნიშვნელობა საქართველოსა და მსოფლიოში, ქალის უფლებები, რელიგია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეზინფორმაცია, განათლების როლი და ა.შ. როგორც Movement Edu-ში ამბობენ, პროექტის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა აუდიტორიის მრავალფეროვნებაა, რადგან მათ მაყურებლებს შორის, ახალგაზრდების გარდა, არიან 65+ ასაკის ადამიანებიც და დაცულია გენდერული ბალანსი. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამგვარად, ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში დიალოგის გააქტიურებას და საჭირო ინფორმაციის გავრცელებას.

ხარვეზის შედეგად, Eufy-ის სათვალთვალო კამერების მფლობელებმა სხვების სახლების თვალყურის დევნება შეძლეს

„მიიღე მეტი შენი დღისგან“ – მეამა ქუთაისშია