in

რომელი ფილმის ჟანრები იყო პოპულარული სხვადასხვა დეკადების მიხედვით?!

IMDB-ის მონაცემების გამოყენებით, ინტერაქციული ჩარტების სერია შედგა

დროთა განმავლობაში ჩვენი კინოგემოვნება იცვლება და საინტერესოა, როგორ. ბო მაკკრიდი წარმოგვიდგენს ჩარტებს, რომლებშიც დეტალური ვიზუალიზაციაა, თუ რა ჟანრები დომინირებდა ჰოლივუდში გასული და მიმდინარე საუკუნის სხვადასხვა ეტაპზე. 

bog
bog-mob

IMDB-ის მონაცემების გამოყენებით, მან შეადგინა ინტერაქციული ჩარტების სერია, რათა თვალყური ვადევნოთ, რამდენად პოპულარული იყო ფილმების გარკვეული ნაწილი 1910-დან 2021 წლამდე და ეჩვენებინა, როგორ იცვლება გემოვნება წლების განმავლობაში.

ჩარტებში მოცემულია თითოეული ჟანრის ფილმების პროცენტულობა წლების მიხედვით და თუ რომელიმე ჟანრთან კურსორით ახლოს მიხვალთ, თქვენ შეძლებთ კონკრეტული წლებისა და ფილმების ნახვას, რომლებიც არიან ყველაზე პოპულარული და ყველაზე რეიტინგული ამ ჟანრში IMDB-ზე.

მთლიანობაში, მაკკრიდის მონაცემებით ჩანს, რომ ომის თემატიკაზე შექმნილი ფილმების, ვესტერნების და მიუზიკლების პოპულარობა ამ საუკუნეში შემცირებულია მაშინ, როცა საშინელებათა ჟანრი, სამეცნიერო ფანტასტიკა და თრილერი მოწოდების სიმაღლეზეა. 90-იანი წლებიდან ვხედავთ, რომ დოკუმენტური ფილმებიც საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, ხოლო რაც შეეხება კომედიას, ის თავის აქტუალობას არასოდეს კარგავს.

გარკვეული გენების დათრგუნვა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის — კვლევა

„პრომოჰაუსი“ გეკითხებათ: გვითხარი, რა გაგიხარდება, სამსახურმა რომ გაჩუქოს?