in

ნახეთ: ნოსტალგიური ანიმაცია — Movie Night!

იყო დრო, როდესაც ფილმების ყურება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით არ შეგვეძლო. არ არსებობდა ონლაინ პლატფორმები, სადაც საათობით დავათვალიერებდით და ბოლოს სასურველ ფილმს ჩავრთავდით. ამის ნაცვლად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობდა ე. წ. ფილმების გაქირავების სერვისი. აქ თაროებზე შემოწყობილ კასეტებსა და დისკებს შორის ეძებდნენ, რას უყურებდნენ მშვიდ საღამოს.

BOG
BOG

შესაძლოა, ახლა უფრო მოსახერხებელი იყოს ეს გაციფრულებული პროცესი, მაგრამ იმ წარსულს თავისი წილი ნოსტალგია აქვს. სწორედ ამას ეძღვნება მეტ პარტრიჯის უახლესი ანიმაციური, მოკლემეტრაჟიანი ფილმი — Movie Night! კონტრასტული და ფერადი ანიმაცია დროში გვამოგზაურებს… გვაჩვენებს, როგორი იყო ფილმების გაქირავების მაღაზიებში მიღებული გამოცდილება. ამავდროულად, კლასიკური კინოს საკულტო პერსონაჟებსაც აერთიანებს. მათ შორისაა „ნათების“ ტყუპი დები, საშინელებათა დერეფანში რომ იმალებიან.

„სახალისო და დინამიკური ანიმაციის შექმნა მინდოდა, რომელიც მყისიერ ნოსტალგიურ ტალღას მოიტანდა. მენატრება ადგილობრივ ვიდეო-მაღაზიებში ხეტიალი… ახლა ეს ყველაფერი ზედმეტია ციფრული სერვისების გვერდით, მაგრამ მე ყოველთვის მექნება განსაკუთრებული სიყვარული იმ წარსულის მიმართ“, — აღნიშნავს პარტრიჯი.

Hot Lips Car — „კოცნით“ დაბრენდილი ბოლიდი

წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ქალთა კვირეულს მართავენ – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO