in

ცალი თვალით სმარტფონში! – Movistar-ის პრინტ კამპანია საჭესთან ტელეფონის გამოყენების წინააღმდეგ

მორიგი პრინტ კამპანია იმ უყურადღებო მძღოლებისთვის, რომლებიც ავტომობილის მართვასთან ერთად, სმარტფონითა და ინტერნეტ სივრცის თვალიერებით არიან გართული. ამჯერად, კამპანიის ავტორი Movistar-ია, რომელიც საკმაოდ აქტიურად არის ჩართული მსგავს სოციალურ საკითხებში. სატელეფონო კომპანიისთვის პოსტერების შექმნაზე სააგენტო Prolam Y&R-მა იზრუნა და კიდევ ერთხელ გამოავლინა სამწუხარო რეალობა წინდაუხედავ მძღოლებთან დაკავშირებით. ერთი თვალი სმარტფონში, მეორე კი გზაზე, სრულებითაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსალოდნელი საშიშროება განვსაზღვროთ და თავიდან ავირიდოთ ის უბედური შემთხვევა, რაც შესაძლოა ამ უპასუხისმგებლო ქმედებას მოჰყვეს.

2017 წლის „კანის კრეატიული ფესტივალისთვის“ Adidas-ის პროგრამა ცნობილია

შიმშილის თამაშები – საბაუნის ბირთვისული ამბები