in

Moving Ad მომხმარებელს მოძრავ გარე რეკლამას სთავაზობს

Moving Ad ჰოლდინგ VIP TOUR-ში შემავალი კომპანიაა, რომელიც, მომხმარებელს, მათსავე  სატრანსპორტო საშუალებებზე სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსებას სთავაზობს. დამკვეთი ირჩევს ავტობუსის მოძრაობის მარშრუტსა და პაკეტს – ეკრანზე განსათავსებელი რგოლის ხანგრძლივობას, ასევე – ჩვენებების რაოდენობას.

ეს არის ინოვაცია სარეკლამო სექტორში, სიახლე გარე რეკლამის განთავსებაში – რეკლამა, რომელიც თქვენს გზავნილს ყველასთან მიიტანს. Moving Ads აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ტექნიკური საშუალებებით. მის დამფუძნებლებს აქვთ 21-წლიანი გამოცდილება ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. ჩვენი უპირატესობა გამოცდილი გუნდი და უმაღლესი ხარისხის სერვისია “.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათთან განთავსებული სარეკლამო რგოლი ხელმისაწვდომია სხვადასხვა აუდიტორიისთვის – მას ნახავენ ქვეითად მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მსუბუქი ავტომობილით მოსარგებლე ადამიანები.

თქვენი სარეკლამო რგოლი იქნება ყველგან, იქაც, სადაც არ ელით. ჩვენთან რეკლამის გავრცელების არეალი შეუზღუდავია, მას იხილავთ არა მხოლოდ თბილისში, არამედ –  მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, შეარჩიე შენი რეკლამის გადაადგილების მარშრუტი და ის ქალაქში მოძრავ 30 000 ავტომობილს “.

 

[R]

“ღონისძიება გაგიუქმდათ? ჩვენ დაგასპონსორებთ!” – ROM BUZZ-ის სახალისო კამპანია

გააჩუმე შიმშილის აჩრდილი! – Heinz-ის ანიმაცია