in

ურბანულ ინსტალაციად ქცეული ოპტიკური ილუზია – “დიუნები მოძრაობაში”

კანადურმა არქიტექტურულმა ფირმამ NÓS, მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმის გასწვრივ, დიუნების ოპტიკური ილუზია შექმნა. ანამორფული ფორმებით ერთთმანეთში ირევა კრემისფერი, ყავისფერი, ყვითელი და თეთრი ფერები, რაც მუდმივი მოძრაობის ილუზიას ქმნის და ნამუშევარსაც შესაბამისი სახელწოდება აქვს – “დიუნები მოძრაობაში”.

ამრეკლავვი სფეროებისა და გეომეტრიული ფორმების განთავსებით, არტისტებმა ერთგვარი მირაჟი შექმნეს – ადამიანების მოძრაობასთან ერთად გარდაიქმნება მთელი ქუჩა, მიწა ცოცხლდება და დესტაბიზილდება.

“დიუნები მოძრაობაში” ოპტიკური ილუზიაა, რომელიც ურბანულ ინსტალაციად იქცა და ეს, გარკვეულწილად, ჩვენს გრძნობებსა და ცნობისმოყვარეობას აღვიძებს ურბანული ქსოვილის მიმართ.

Myhome-ს კამპანიამ „შენი ზაფხული აქ არის“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა

ამღერებული ლებრონ ჯეიმსი At&t-ის საახალწლო რეკლამაში