in

რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა სამსახურის გამო, საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლაზე ვფიქრობთ?

ბევრი ადამიანი, რომელსაც კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს ხშირად სვამს კითხვას – როგორ იმოქმედებს საერთაშორისო დონეზე გადასვლა მის კარიერაზე? გაამდიდრებს თუ არა სამუშაოს სხვა ქვეყანაში სამუშაოს მიღება მათ უნარებსა და გამოცდილებას, რაც დროთა განმავლობაში უფრო ძვირფას ტალანტად აქცევს დამსაქმებლებისთვის? იქნებ, უკან დახევს?

საზღვარგარეთ გადასვლა შეიძლება იყოს საინტერესო ყველა სახის მიზეზის გამო: ესაა თავგადასავალი, პიროვნული ზრდა, ახალი პროფესიული შესაძლებლობები. ამავდროულად, ამ ნაბიჯს შეიძლება ბევრი გამოწვევა მოჰყვეს, რასაც ყოველთვის ბოლომდე ვერ გავთვლით. შეიძლება რთული იყოს ნაცნობი სამუშაო გარემოდან, მეგობრებიდან და უბნებიდან წასვლა და ახალ ადგილას გადასახლება.

პიროვნული და პროფესიული გამდიდრების შესაძლებლობებისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის გამოწვევების მიღმა, რა გავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე გრძელვადიან პერსპექტივაში – და განსაკუთრებით თქვენს ანაზღაურებაზე?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მკვლევრებმა წამყვანი ევროპული ბიზნესსკოლის MBA კურსდამთავრებულების კარიერის ისტორიის შესწავლით ცადეს. მათ გამოკითხეს 1,322 MBA კურსდამთავრებულებისგან, ინფორმაცია მათი კარიერის თითოეულ საფეხურზე, მათ შორის იმ ქვეყნებზე, სადაც ისინი მუშაობდნენ და მათ ანაზღაურებაზე, თითოეული სამუშაოს დასაწყისში და ბოლოს. მათი კარიერა მერყეობდა ნულიდან 48 წლამდე MBA-დან. გამოკითხულთაგან ბევრი იმ პერიოდში საერთაშორისო დონეზე გადავიდა.

კვლევა ფოკუსირებული იყო იმ საერთაშორისო წინსვლაზე, რაც MBA კურსდამთავრებულებმა საზღვარგარეთ გამოცადეს (50% იმავე ქვეყანაში, სადაც ბიზნეს სკოლაა, 50% სხვა ქვეყნებში). ეს იყო საერთაშორისო მობილური ჯგუფი: მონაწილეთა 27%-მა განაგრძო კარიერა, რომელიც მოიცავდა მინიმუმ ერთ საერთაშორისო მოძრაობას ბიზნესის სკოლის დატოვების შემდეგ და მათგან 38%-მა ერთზე მეტი საერთაშორისო ნაბიჯი გადადგა. მკვლევრებმა დათვალეს, რამდენი კარიერული ნაბიჯი გადადგა თითოეულმა კურსდამთავრებულმა, შეიმუშავეს სტატისტიკური მოდელები, რათა შეემოწმებინათ, როგორ იმოქმედა ამ ნაბიჯებმა მათ წლიურ კომპენსაციაზე.

მათ ისიც აღმოაჩინეს, რომ საერთაშორისო ნაბიჯებს უფრო დადებითი გავლენა ჰქონდა მათთვის, ვინც განაგრძობდა გადაადგილებას სხვა ქვეყნებში. მოდით, ასეთები „სუპერგლობალებად“ მოვიხსენიოთ.

სუპერგლობალური კარიერა

კვლევით აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ფინანსური სარგებელი მიიღო MBA კურსდამთავრებულების შედარებით მცირე რაოდენობამ, რომლებმაც ოთხზე მეტი კარიერული ეტაპი გაიარეს, MBA-ს შემდეგ. ამ სუპერგლობალებისთვის, მდგრად საერთაშორისო მობილობას მოჰყვა არსებითად უფრო მაღალი ანაზღაურება. როგორც გამოკითხვით აღმოჩნდა, მათმა არაჩვეულებრივმა და ფართომასშტაბიანმა გლობალურმა ცოდნამ, უნარებმა და შესაძლებლობებმა ისინი გადაიყვანა ელიტურ გლობალურ კომუნაში. ფართო გლობალური გამოცდილების გამო, ისინი იქცნენ მიმზიდველ კანდიდატებად მაღალი დონის აღმასრულებელი როლებისთვის. ასევე, მათ აღმოაჩნდათ ძალიან ძლიერი მოლაპარაკების ძალა, რაც შესარჩევი ეტაპის დაძლევაში დაეხმარათ. სუპერგლობალები იშვიათი და უაღრესად ღირებული ადამიანები არიან ტალანტის გლობალურ ბაზარზე.

კვლევის შედეგად, მივიდნენ იმ დასკვნებამდე, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენთვის, თუკი საერთაშორისო კარიერას უმიზნებთ.

განსაზღვრეთ პრიორიტეტები. რა არის თქვენი მოტივაცია? ეს შეიძლება იყოს ახალი თავგადასავლები, ადგილები, ადამიანები, კულტურა, თუნდაც, განსხვავებული დასვენება. სამუშაოდ საერთაშორისო დონეზე გადასვლა ფანტასტიკური გზაა ამ ყველაფრისთვის.

MBA-ის რამდენიმე კურსდამთავრებულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო კარიერის არჩევანი პროფესიული ზრდისა და სწავლის შესაძლებლობების გამო გააკეთეს. საერთაშორისო დონეზე გადასვლა შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა თქვენი კარიერული წინსვლისთვის – მაშინაც, თუ სამუშაო არ არის საკმარისად მაღალანაზღაურებადი.

თუ თქვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი არის რაც შეიძლება მეტი ანაზღაურება ახლავე, მაშინ ამაშიც უნდა გაერკვიოთ. შესაძლოა, საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში, ისეთი მაღალი პოზიციით ვერ დაიწყოთ საქმე, ვიდრე ელოდით და შემოსავლების გასაზრდელად დრო და ძალისხმევა დაგჭირდეთ.

შეიძინეთ სწორი ცოდნა და უნარები

თუ თქვენ უკვე გაქვთ გამოცდილება და ერთხელ მაინც გასულხართ საერთაშორისო დონეზე, შეიძლება კვლავაც დაფიქრდეთ გადაადგილებაზე. ასეთ დროს, კარგი იქნება, რომ იფიქროთ იმ სახის ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც ყველაზე ღირებული იქნება თქვენთვის წინსვლისას, რათა ფოკუსირება შეძლოთ განვითარებაზე.

ადგილზე დარჩენა

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც ფიქრობთ დიდხანს დარჩენას, მაშინ ცოდნა და უნარები, რომლებიც უნდა შეიძინოთ თქვენი კარიერისთვის, უნდა იყოს სიღრმისეული – უნდა იცნობდეთ ქვეყანას, რეგიონს, მის კულტურულ, ისტორიულ, ბიზნესთან დაკავშირებულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტებს.

წყარო: HBR



Canva-მ 2024 წლის ტენდენციები დაასახელა

ისთ ფოინთში მილკას დიდი სასაჩუქრე ყუთი გამოჩნდა