in

მოვლენათა ტურიზმი – მომავლის ტრენდი (ნაწილი 2)

(“მოვლენათა ტრიპტიქი”. ანალიზი მოიცავს სამ სტატიას: 2016წ. აგვისტო, სექტემბერი, დეკემბერი)

წინა სტატიაში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ”მოვლენათა” ტურიზმის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დღესასწაული  დიდი ზეიმით აღინიშნება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში – უფრო მოკრძალებულად, პრაქტიკულად, შეუმჩნევლად, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი არ კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას – საერთაშორისო დღესასწაულები ყოველთვის აერთიანებდა და აერთიანებს ადამიანებს, შლის კულტურული განსხვავებულობის საზღვრებს და ჩუქნის უამრავ დადებით ემოციასა და კარგ განწყობას. ასეთი დღესასწაულების უნიკალურობა ისაა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია გახდეს მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი და საერთაშორისო დღესასწაულების სრულუფლებიანი წევრი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღესასწაული იყოს უნიკალური, ჰქონდეს თავისი ფორმა, მიზნები, იყოს განუმეორებელი, გააჩნდეს თავისი მნიშვნელობა ამ ქვეყნის სხვა დღესასწაულებს შორის.

ფოთი ტურიზმი

ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ე.წ. მოვლენათა ტურიზმი დღეს – ეს არამხოლოდ პერსპექტიული და დინამიურად განვითარებადი სეგმენტია მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, არამედ ეფექტური ინსტრუმენტია კონკრეტული ტერიტორიის, ქვეყნის, რეგიონის, ადგილის პოპულარიზაციისთვის. ეს ასევე ეხება საქარველოს, რადგანაც ტურისტების რაოდენობის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში მისი განვითარების მოცემულ ეტაპზე წარმოადგენს სახელმწიფო დონის ამოცანას. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახლო მომავალში მოვლენათა ტურების მონაწილეთა რაოდენობა საექსკურსიო ტურების მონაწილეთა რაოდენობას გადააჭარბებს.  

მოვლენათა ტურიზმის კლასიფიკაცია შესაძლებლია მოხდეს მოვლენათა მასშტაბის (რეგიონული, ფედერალური ან საერთაშორისო) და მოვლენათა თემატიკის შესაბამისად.

ყველაზე ლოგიკურია მოვლენათა შემდეგი კლასიფიკაცია:

  • ეროვნული ფესტივალი და დღესასწაულები
  • თეატრალიზირებული შოუ
  • კინოსა და თეატრის ფესტივალები
  • გასტრონომიული ფესტივალები
  • ყვავილების ფესტივალები და გამოფენები
  • ფოტოგამოფენები    
  • მოდის ჩვენებები
  • აუქციონები
  • მუსიკის ფესტივალები და მუსიკალური კონკურსები
  • სპორტული მოვლენები
  • საერთაშორისო ტექნოლოგიური სალონები

მოვლენათა ტურიზმი არის შედარებით ახალი და ძალზედ საინტერესო მიმართულება. მოგზაურობის ძირითადი მიზანი დაკავშირებულია რაიმე მოვლენასთან. ჩვენი დიდი სურვილია, რომ უნიკალურმა ტურებმა, რომელიც მოიცავს ტრადიციულ დასვენებას და გრანდიოზულ სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას, თანდათან სულ უფრო მეტი პოპულარულობა მოიპოვოს. ამისთვის დღესასწაულის ორგანიზატორებმა უნდა შექმნან დღესასწაულის განუმეორებელი ატმოსფერო, დღესასწაულის განუმეორებელი პროგრამა და სახე, რომ დამსწრეებმა მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და გაუჩნდეთ სურვილი, მინიმუმ შემდეგ წელს ისევ დაბრუნდნენ აქ და შემდგომ მრავალჯერ ჩამოვიდნენ ამ დღესასწაულზე დასასწრებად.

ჩვენი ყურადღება ისევ მიპყრობილია ქალაქ ფოთის ”ფაზისობის” დღესასწაულისადმი, აგრეთვე სამუშაოების ჩატარებისადმი, რომელიც შეეხება მის კონცეფციას, დაგეგმარებას, ანონსირებასა და პერსპექტივებს.  

მიმდინარე წელს დღესასწაული ახალ ფორმატში ჩატარდება (იხ. 24 აგვისტოს სტატია).

მიმდინარე (2016 წლის) დღესასწაულის სამზადისსა და მის ჩატარებაზე დაკვირვების შედეგებით გვინდოდა გაგვეკეთებინა დასკვნები, მათი შემდგომი გააზრებისთვის და მომავალ წელში ცვლილებების შესატანად. მიზანი ერთია – ფაზისობის დღესასწაული მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის და საინტერესო და მოსალოდნელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

fazisoba 1 georgian

1) დღესასწაულის სახელი “ფაზისობა”, მიუხედავად მისი წარმოშობის სადაო საკითხებისა, უნდა დარჩეს უცვლელი, რადგანაც ამ სახელს აქვს მრავალწლიანი ისტორია და სწორედ რომ ამ სახელით არის აღბეჭდილი მრავალი თაობის მეხსიერებაში (2-3 თაობა), რადგანაც ამ დღესასწაულის საწყისები დაკავშირებულია საბჭოთა პერიოდთან (70-80-იანი წლები). მიგვაჩნია, რომ არ აქვს აზრი მის შეცვლას “ფოთობაზე” ან კიდევ რაიმე სხვა სახელზე.

2) დღესასწაულის დაგეგმვა და მისი ქალაქის ბიუჯეტში შეტანა უნდა მოხდეს ერთი წლით ადრე, ე.ი. 2016 წლის შემოდგომაზე უნდა შედგეს 2017 წლის დღესასწაულის ჩატარების გეგმა, მისი ნიუანსები და სხვა, იმისათვის, რომ ბიუჯეტში ასახული იყოს არამხოლოდ თანხა, როგორც ასეთი, არამედ ”შინაარსი”, თუ რაში დაიხარჯება გამოყოფილი თანხა.

3)  უნდა მოხდეს სხვა ქალაქების დღესასწაულების საგულდაგულო ანალიზის ჩატარება, რომ არ განმეორდეს სხვა ანალოგიური დღესასწაულების ჩატარების არც ფორმატი, არც სიუჟეტი და არც სტილი. სამაგალითოდ, შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების დღესასწაულები, ისეთები, როგორიცაა ბათუმობა, ქობულეთობა და განსაკუთრებით, სარფობა (კოლხობა), რომლებიც ძალიან ჰგავს ფაზისობის დღესასწაულს თავისი ფორმატით.

4) მუშაობა შემდეგი წლის სიუჟეტზე, მთავარი ხაზის, უნიკალური ელემენტების გამოსაყოფად, აგრეთვე მოცემული დღესასწაულის პოპულარიზაცია მიზნობრივ აუდიტორიაში, უნდა დაიწყოს დღესასწაულებამდე ერთი წლით ადრე.

5) ქალაქის სტრუქტურებმა (კულტურის განყოფილება) 2017 წლის დასაწყისში უნდა გამოაცხადონ ტენდერი დღესასწაულის ჩატარებაზე, იმისათვის, რომ იყოს გონივრული დრო ტენდერის ყველა წესის დაცვით ჩატარებისთვის, დარჩეს დრო გამარჯვებულ კომპანიას, რომ მან შეძლოს დამშვიდებულ რეჟიმში განახორციელოს ქალაქში ტენდერში მითითებული ყველა პუნქტი. მაგალითისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ პუნქტმა (ტენდერის დაგვიანებული გამოცხადება) გამოიწვია ის, რომ უკვე ზედიზედ მეორე გამარჯვებულმა კომპანიამ მერიასთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მოვლენამდე 3 დღით ადრე, რაც თავისთავად იწვევს ორგანიზატორების სტრესულ მდგომარეობაში მუშაობას. ასეთი შეცდომის შედეგად, არ იყო ჩატარებული დღესასწაულის სრულყოფილი ანონსირება ადგილობრივ მოსახლეობაში, არ იყო დარიგებული ფლაერების საკმარისი რაოდენობა პროგრამის აღწერით და ღონისძიებების საათობრივი მითითებით, ასევე ცოტა დრო იყო დარჩენილი ფლაერების დასარიგებლად მოსაზღვრე საკურორტო ქალაქებში.

6) და ყველაზე მთავარი დასკვნა, ღონისძიების ჩატარებით უნდა იყოს დაკავებული event-კომპანია, ან მენეჯერთა ჯგუფი, რომელსაც ექნება ადგილობრივი სტრუქტურების მართვის უფლებამოსილება (როგორებიც არის კულტურის, სპორტის, რესურსების დეპარტამენტი და სხვა) დღესასწაულის მომზადებისა და გეგმის რეალიზაციის პერიოდში.

7) საკითხი ადგილობრივი კოლექტივების (სამხატვრო კოლექტივები, ფოლკლორული კოლექტივები, მწერლები, ოპერატორები, მსახიობები და სხვა) დამატებითი დაფინანსების შესახებ გამოყოფილ უნდა იქნას ცალკედ, რადგანაც ასეთი კოლექტივების მუდმივად ანაზღაურების გარეშე მონაწილეობა არ იწვევს მათში მონაწილეობის მოტივაციის ფაქტორს. მათი გარანტირებული ანაზღაურების არ არსებობამ შეიძლება ღონისძიების ჩატარების დღეს წარმოქმანს პრობლემები  ”ერთი საათით ადრე” – მათ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება არ მიღების საკითხზე, რაც დაუშვებელია. ასეთი ღონისძიება საშუალებას იძლევა განხორციელდეს  სუვენირების და სხვა მსგავსი პროდუქციის პირდაპირი გაყიდვის ორგანიზირება, მათი თემისა და ფორმატის მიხედვით ან სიმბოლოთი და ემბლემებით ღონისძიებასთან ლოგიკურად ”დაკავშირებით”.  

8) ასევე არ არის გადაწყვეტილი სპონსორების საკითხი. არ არის გადაწყვეტილი თუ როგორ ”გაიყიდება” დღესასწაულის აქტიური ზონის ტერიტორია მსურველთათვის, რომ მიღებულ იქნას დამატებითი სახსრები ამ ღონისძიებიდან, და რომ მოხდეს ამ სახსრების გამოყენება  დანიშნულებისამებრ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

9) ცნობილია, რომ მოვლენა არის მიზეზი, რომელიც იძლევა საშუალებას ჟურნალისტებთან აუციელებელი კონტაქტების დასამყარებლად, რაც იწვევს მათ ინტერეს და განწყობას. წარმატებულად ჩატარებული ღონისძიების დადებითი ემოციები  გადაედება მისი ჩატარების ადგილს, აგრეთვე იწვევს მოსახლეობის ლოიალურობას დღესასწაულისადმი და ტურისტების აღუძრავს მასზე დასწრების სურვილს. მოცემული დღესასწაულის მომზადებისა და ჩატარების დროს საზოგადოებასთან კავშირის შესახებ მოგითხრობთ ამავე სერიის მომდევნო სტატიაში.

10) პოპულარული მოვლენა თავისთავად ხდება ბრენდი – მაგრამ ამისთვის საჭიროა შრომატევადი სამუშაოების ჩატარება.

საერთო დასკვნები:

  1. მოვიდა იმის დროს, რომ კულტურის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ (ტურიმიზმი ეროვნუოლმა ადმინისტრაციამ), სხვადასხვა ქალაქის მერიების წარმომადგენლებმა მიაქციონ ყურადღება და განკარგულება მისცენ თავიანთ დეპარტამენტებს, რომ ქალაქის დღესასწაულების და ფესტივალების ჩატარების თარიღები მოიყვანოს წესრიგში არა მარტო მიდმინარე წელს, არამედ როგორც მინიმუმ 2-3 წლის პერსპექტივაში.
  2.  ღონისძიების ჩატარების თარიღის დადგენა იძლევა საშუალებას მოვლენათა ტურიზმით დაინტერესებულმა ტურისტულმა ჯგუფებმა წინასწარ სწორად დაგეგმონ ტურები და ჩამოვიდნენ საქართველოში. ტურისტული ფირმები უნდა იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ა) ღონისძიება ჩატარდება; ბ) წინასწარ ცნობილია თარიღი, გ) უცვლელია ღონისძიების გეგმა (ან წინასწარ არის ანონსირებული). მხოლოდ ამ შეთხვევაში ტურისტული კომპანიები დაიწყებენ წინასწარ ანონსირებას და ტურების გაყიდვას კონკრეტულ მოვლენაზე ან სხვა მარშრუტის ტურებს მიაბამენ ამ მოვლენას.  
  3. საჭიროა საიტის შექმნა (ან სხვა წყაროს შექმნა ინტერნეტ სივრცეში) ან ამორჩეულ იქნას რამოდენიმე საიტი (ფორუმი, სხვა) სადაც იქნება განთავსებული სხვადასხვა ქალაქებში დღესასწაულების შესახებ ინფრომაცია და მოხდეს ამ ინფორმაციის მუდმივი განახლება. მონაცემთა განთავსებაზე პასუხისმგელობა თავის თავზე შეუძლია აიღოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (www.gnta.ge). უნდა მოძიების საშუალება, რომ მოხდეს ღონისძიების ანონსის გამოქვეყნება მოვლენამდე 8-12 თვით ადრე.
  4. ტურიზმის სფეროში მომუშავე სახელწიფო და კერძო სტრუქტურებს უნდა ესმოდეთ მათი მიზნობრივი აუდიტორიის მოთხოვნები, რომ მათ აქვთ უფლება წინასწარ მიიღონ ინფორმაცია მოვლენის შესახებ. ცნობილია, რომ ევროპის, ამერიკის, რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ დასვენებას გეგმავენ წინასწარ, არანაკლებ ერთი წლით ადრე. ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში.
  5. აქედან გამომდინარე, ვთავაზობთ ტურიზმის სფეროში მომუშავე ყველა ორგანიზაციას (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის საზოგადოება და სხვა) დახმარება აღმოუჩინონ სახელწმიფო ორგანოებს ამ სფეროს დასარეგულირებლად და გამოიმუშაონ წესები ყველა დაინტერესებული პირისთვის.

შემდეგი სტატიაში განხილული იქნება ფაზისობის 2016 წლის დღესასწაულის ანონსირების და პოპულარიზაციის მეთოდები, 2017 წლის გეგმის სამუშაო ვერსია, აგრეთვე საინტერესო ქეისები და კაზუსები, რომლებსაც ადგილი აქვთ დღესასწაულის 2 თვიან პერიოდში მომზადებისას.

ავტორი: ნანა ტაბიძე, თბილისი Caucasus University-ს ასისტენტ-პროფესორი.



#მეიქათონი იწყება! – იდეების კონკურსი „შექმენი ურბანული ელემენტის პროტოტიპი“

Givi To Me  – პატარა, მაგრამ ამაყი ხინკლის ბარი ქართული სამზარეულოთი