in ,

„არ წააგო ბრძოლა საკუთარ თავთან“- თამბაქოს საწინააღმდეგო ტრილოგია ქართული White Shade Films-ისგან

#მოწევაკლავს – „არ წააგო ბრძოლა საკუთარ თავთან“ – სოციალური ტრილოგიის პირველი ნაწილია, რომელზეც იმუშავა კინო და სარეკლამო სააგენტო White Shade Films-მა. „ჩვენი მიზანია, საზოგადოების დღის წესრიგში დავაბრუნოთ უყურადღებოდ დატოვებული თუ დავიწყებული პრობლემები“, – ნიკოლოზ თოდუა ერთ-ერთია იმ სტუდენტებიდან, ვინც სააგენტო White Shade Film დააფუძნეს 2016 წელს. ნიკოლოზთან საუბრისას, მარკეტერმა გაარკვია, რომ კომპანია, ამ ეტაპზე, დაკავებულია საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მულტიმედია პროდუქტად მიწოდებით. სააგენტოს მიზანია, მყარად დაიმკვიდროს თავი აღნიშულ სფეროში და ჩამოყალიბდეს, როგორც სანდო, სტაბილური და კრეატიული კომპანია. რაც შეეხება ტრილოგიის დანარჩენ ორ ნაწილს, ის თვის ბოლოს გამოჩნდება სოციალურ ქსელში.

BOG
BOG

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xnoCOc9cezA[/embedyt]


M:
ნიკოლოზ, რატომ გადაწყვიტეთ ბაზარზე ამ სახელით გამოჩენა?
White Shade ქართულად ითარგმნება, როგორც „თეთრი ჩრდილი“. იმიტომ გადავწყვიტეთ ამ სახელით გამოჩენა, რომ ჩვენ გავურბივართ რუტინას, ერთფეროვნებასა და დღეს, ბაზარზე გავრცელებულ დაშტამპულ აზროვნებას. ვპირდებით მომხმარებლებს, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია იქნება განსხვავებული და არასტანდარტული, როგორც – თეთრი ჩრდილი.

M: როგორ აპირებთ ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას, რით უნდა იყოთ გამორჩეული სხვა სარეკლამო სააგენტოებისგან?
მოგვწონს რეკლამების მიმართ საზღვარგარეთ არსებული მიდგომა, ანუ რეკლამები, რომლებიც მომხმარებელს საკუთარი სცენარით ამახსოვრებს თავს და რამდენიმე წუთსა თუ წამში ჩატეული ფილმებია. იქ რეკლამა ხელოვნების ნიმუშამდე ჰყავთ აყვანილი, საქართველოში კი ის მხოლოდ ფულის შოვნის საშუალებაა. ჩვენი მიზანია, ჩვენი გადაღებული პროდუქციით მომხმარებელს შევაყვაროთ როგორც დამკვეთის ნაწარმი, ასევე ჩვენი გადაღებული რეკლამები.M: კლიენტებთან ურთიერთობის რა გამოცდილება გაქვთ, შეკვეთები თუ გაქვთ და რა რაოდენობის?
რადგანაც არც ისე დიდი ხანია, ეს საქმე დავიწყეთ, ჯერ შემკვეთები არ გვყავს. ამ ეტაპზე, სწორედ პორტფოლიოს შექმნაზე ვმუშაობთ და ჩვენი ხარჯებით ვიღებთ. გადავიღეთ სხვადასხვა სოციალური რგოლი და ასევე, დიზაინერის, ლაშა დევდარიანის, რეკლამა “Time means nothing”.

M:
რომელ თემატიკაზე მუშაობის გამოცდილება გაქვთ და რომელი თემებია უფრო საინტერესო თქვენთვის?

ამ ეტაპზე კლიპებს ვიღებთ სოციალურ პრობლემებზე. დღეს, საქართველოსა და მსოფლიოში, ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელსაც საჭირო ყურადღება ვერ ექცევა. დიდი სურვილი გვაქვს, გადავიღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები, თუმცა ეს უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დაფინანსების გარეშე ძნელია საკუთარი ჯიბით გადავიღოთ. M: რაც შეეხება კონცეფციასა და სიმბოლოებს #მოწევაკლავს ვიდეორგოლში, ჭადრაკს რა დატვირთვა აქვს, ვიზუალს, ჩაცმულობას, რატომ მაინცდამაინც ტანგოს მუსიკა…?
რეჟისორმა, გიორგი ქართველიშვილმა, გადაწყვიტა, რომ სიმბოლოებით დაეტვირთა ფილმი და მაყურებლებს მისცა ფიქრის საშუალება, რომ სიგარეტის მავნებლობა უფრო სიღრეებში ეპოვათ. ჭადრაკის პარტიაც ერთ-ერთი სიმბოლოა, ის გმირის ცხოვრებაა, სადაც თეთრებთან მარცხდება. თეთრი ფიგურები სიგარეტის მეტაფორაა. გმირების ჩაცმულობაც ამ ყველაფერს უკავშირდება. მკვლელი, თეთრებში ჩაცმული გმირი, ყვითელი თმითა და ყელსახვევით, სიგარეტია, რომელიც დაუფიქრებლად და უყოყმანოდ კლავს მწეველს. ტანგოს რაც შეეხება, ტანგო ეს არის ვნება, რომელიც გითრევს მორევში, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია. სიგარეტიც ერთგვარი ტანგოა მწეველისთვის.

ევროპის აკადემიური ცენტრი – სასწავლო კურსები ევროპასა და ამერიკაში

როგორ დავიბანოთ ხელები?! – კითხვაზე პასუხი ყველა ბავშვს აქვს, მაგრამ ბევრს ამის საშუალება არ გააჩნია