საუდის არაბეთში, ბოლო დროს, მოწყალების მთხოვნელების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ისინი, განსაკუთრებით, რამადანის პერიოდში მრავლდებიან. ერთ შეხედვით შეიძლება არაფერი, უჭირთ და რა ქნან. თუმცა, რეალურად მათ სერიოზული გავლენა აქვთ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და უსაფრთხო მდგომარეობაზე. რაც მთავარია, მოწყალების მთხოვნელების 50% თვითმარქვიაა.
საუდის არაბეთი ცდილობს აღკვეთოს ქუჩაში მსგავსი ქმედებები. გარკვეული დროის მანძილზე, მთავრობა ასეთ ადამიანებს აპატიმრებდა კიდეც. არაფერმა გაჭრა. ყველაფრის მამოძრავებელი ძალა, რა თქმა უნდა საზოგადოებაა, რომელიც გაჭირვების დანახვისას უმალ იმსჭვალება დახმარების სურვილით, რეალურად კი არ იცის, ვის ეხმარება.
Bold Agency-მ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაამონტაჟა სპეციალური მონიტორები, რომლებზეც მოწყალების მთხოვნელები დახმარებას ითხოვდნენ. როგორც კი გამვლელი მონიტორის გვერდით თანხის ჩასარიცხად მივდოდა, ადამიანები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, რეალურ სახეს ავლენდნენ. ვიდეო კადრები, რომელიც მონიტორზე გადიოდა, საზოგადოებისთვის თვითმარქვია მოწყალების მთხოვნელების ნამდვილი სახეები ჩვენებას ისახავდა მიზნად.