7
Apr
2017

გარემოს დაბინძურების გამო მოწყენილი სათამაშოები – კამპანია ოკეანის დასაცავად

7 Apr 2017

Elit Electronics
Elit Electronics


რა უფრო ძვირი ჯდება, ათასი უშედეგო სოციალური კამპანიის ჩატარება, თუ პრობლემის თავიდანვე აღმოფხვრაზე ზრუნვა? ორგანიზაცია Sea Shepherd–მა გადაწყვიტა ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემისთვის, როგორიც ოკეანის დაბინძურებაა, სერიოზული და რაც მთავარია, საფუძვლიანი მოგვარების გზა მოენახა. სწორედ ამიტომ, თავისი კამპანიის სამიზნე აუდიტორიად არა უკვე ჩამოყალიბებული და პრობლემასთან შეგუებული მოზარდები, არამედ ჯერ კიდევ შემეცნების პროცესში მყოფი ბავშვები აირჩია. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მარტივია შედეგის მიღება, როდესაც ადამიანი პატარობიდანვე იაზრებს პრობლემას და სწავლობს მისი თავიდან აცილების ისეთ ელემეტარულ გზებს, როგორიც გარემოს მოფრთხილება და ნაგვის საჭირო ადგილას გადაყრაა. ორგანიზაციამ სათამაშოების მწარმოებელ კომპანია Pollutoys–თან ერთად, ზღვის ცხოველების ფორმის რბილი თოჯინები შექმნა, რომლებსაც მუცელში პლასტმასის ბოთლისა და სხვა ნარჩენების ფიგურები აქვთ ჩაყოლებული. ეს იმიტომ, რომ პატარები, მიხვდნენ, რას განიცდიან მათი საყვარელი ცხოველები ადამიანების გაუაზრებელი ქმედებების გამო.

 

განხილვა