in

დაცვის “მოწყენილმა” თანამშრომელმა სურათს თვალები მიახატა

ვინ შეიძლება, ზიანი მიაყენოს ხელოვნების ნიმუშს? ალბათ, თქვენს გონებაში სწრაფად წამოვიდა აზრები — მძარცველმა, ბოროტმა ადამიანმა, ხელოვნების მოძულემ და ა. შ. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე მეტად უწყინარ და, უბრალოდ, მოწყენილ დაცვის თანამშრომელთან გვაქვს… რუსულ გალერეაში მუშაობის პირველ დღეს მისი ყურადღება ანა ლეპორსკაიას უსახო ფიგურებმა მიიპყრო.

სურათი “სამი ფიგურა” 1932-1934 წლებშია დახატული და ამ დრომდე მისი ღირებულება $1.3 მილიონს აღწევდა. ახლა კი ვინ იცის, რა ეღირება ნამუშევარი ბორის ელცინის საპრეზიდენტო ცენტრში “საბედისწერო გამოფენის” შემდეგ… მართალია, ელცინის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე დროზდოვი, დაცვის თანამშრომლის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ მისი ცნობით, ის უკვე გათავისუფლებულია სამსახურიდან.

“მისი მოტივები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ადმინისტრაცია თვლის, რომ ეს ერთგვარი მენტალური აშლილობის შედეგი იყო”, — აღნიშნავს გამოფენის კურატორი ანა რეშეტკინა.

თვალების მისახატად, დაცვის თანამშრომელმა ელცინის ცენტრის ბრენდირებული კალამი გამოიყენა, რაც ცოტა არ იყოს, ირონიულიც კია. მელანმა ოდნავ შეაღწია საღებავის ფენაში, რადგან სურათი საავტორო ლაქით არ ყოფილა დაფარული — ეს კი ჩვეულებრივი მომენტი იყო აბსტრაქტულ ფერწერაში. “საბედნიეროდ, ვანდალმა ზედმეტი ძალდატანების გარეშე, მსუბუქად გამოსახა თვალები ნამუშევარზე და ზედაპირის სტრუქტურა ძალიან არ დაზიანებულა.

საგულისხმოა, რომ ვანდალიზმის ფაქტი პირველად 7 დეკემბერს ორმა ვიზიტორმა შენიშნა, რასაც უკვე “განგაშის ატეხა” მოჰყვა. სურათი მოსკოვის სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეაში დააბრუნეს, სადაც აღდგენით სამუშაოებს 250 000 რუბლი დასჭირდება.

Meta-მ Messenger-ის ახალი ფუნქციები წარადგინა!

საქართველოს ბანკი მსოფლიო წამყვან ციფრულ ბანკებს შორის – Techchurch