6
Nov
2018

მოიწყინეთ… ეს მდგომარეობა სასარგებლოა

6 Nov 2018

მოწყენილობა, როგორც ადამიანის საბაზისო ემოციური მდგომარეობა, ცხოვრებაში გარდაუვალია. ადამიანები, რომლებიც გვიყვარს, გულს გვტკენენ იმით, რომ ავად ხდებიან, იხოცებიან, ჩვენთან ყოფნა აღარ უნდათ. ან უბრალოდ, საკუთარი თავით არ ვართ კმაყოფილები და ვიწყენთ. საბედნიეროდ, ნაღვლიანად ყოფნა არის დროებითი. სპეციალისტების აზრით კი, ეს არის ემოცია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა.

statiebi-bog
statiebi-bog

მოწყენილობას შეუძლია, უფრო კრეატიული გაგხადოს
მოწყენილობის ორ ტიპს განასხვავებენ: ერთი, რომელიც ტვინს აქტივობისკენ უბიძგებს და მეორე – ლეთარგიული მოწყენილობა, რომელიც ადამიანს გულგრილს ხდის. პირველის შემთხვევაში, ადამიანის ტვინი ცდილობს, სტიმული საკუთარ თავში იპოვნოს და რაღაც ახალი აღმოაჩინოს. შესაბამისად, მოწყენილობა კრეატიული აზროვნების ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება, განვიხილოთ.

მოწყენილობა ზრდის მოტივაციას
როცა ბედნიერი ხარ, არაფრის შეცვლა არ გინდა. თუმცა, ნეგატიურ ემოციურ ტალღაზე ყოფნა არაკომფორტულია. ჯოსეფ ფორგასის კვლევაში, მონაწილეებს აჩვენეს სევდიანი და ბედნიერი ფილმები, შემდეგ კი, მათთან ინტერვიუები ჩაწერეს. აღმოჩნდა, რომ ბედნიერ მონაწილეებს უფრო ცუდი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მოწყენილებს. ნაკლები დრო დახარჯეს შეკითხვებზე, უფრო ცოტას გასცეს პასუხი და მათგან კიდევ უფრო ნაკლები აღმოჩნდა სწორი.

ბედნიერების დაფასებაში ნეგატიური გამოცდილება გეხმარება
ოთახში ყოფნა მოწყენილობის დროს, ადამიანს ეხმარება, შეამჩნიოს ისეთი დეტალები, რომელსაც მანამდე ვერ აღიქვამდა. „ბედნიერების ატლასის“ ავტორი, ჰელენ რასელი ამბობს, რომ მელანქოლიის განცდა შეუცვლელი გამოცდილებაა. არავის შეუძლია, სულ ბედნიერი იყოს. ნეგატიური განწყობა კი, საუკეთესო საშუალებაა ბედნიერების დასაფასებლად“.

შენი ბედნიერება, რა თქმა უნდა, დაბრუნდება
არტ მარკმენს, ფსიქოლოგიის პროფესორს თუ დავეყრდნობით, ადამიანებს შეუძლიათ, რამდენიმე კვირისა თუ თვის შემდეგ, როცა თავს დამტყდარ სიძნელეებს გადალახავენ, დაუბრუნდნენ ჩვეულ, ბედნიერ მდგომარეობას. „ეს არ ნიშნავს, რომ ნეგატიური ამბები ხანგრძლივ ზეგავლენას არ ახდენს ადამიანის ბედნიერად ყოფნაზე. თუმცა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ისიც, სანამ ცუდი ამბავი მოხდებოდა, მანამდე რამდენად ბედნიერი იყავი?!“

წყარო: inc.com



განხილვა