in

მოწყობილობა, რომელიც ადამიანის ოფლს ელექტროენერგიად გარდაქმნის!

ის ადამიანის თითზე მაგრდება, რადგან ყველაზე ჭარბად სხეულის ეს ნაწილი გამოყოფს ოფლს

ჩვენი სხეული ენერგიის უხვი წყაროა მომავალი თაობის სატარებელი მოწყობილობებისთვის. მთავარ საკითხად ის რჩება, თუ როგორ უნდა შეიქმნას ისინი რაც შეიძლება პრაქტიკული სახით. სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინრების ჯგუფის მიერ შექმნილი მცირე ზომის ენერგიის მოსაზიდი, წებოვანი მოწყობილობა, შესაძლოა, მომავლის გაჯეტების დამუხტვის საუკეთესო საშუალებად იქცეს.

Liffit
Liffit

თითზე თხელ, მოქნილ ფირფიტას შეუძლია, ენერგია გამოიმუშაოს მაშინაც კი, როდესაც გძინავთ ან უბრალოდ არაფერს აკეთებთ – ის თქვენი ოფლით იკვებება. იქიდან გამომდინარე, რომ თითის წვერები სხეულის სხვა ნაწილებზე მეტ ოფლს გამოყოფს, ეს საუკეთესო ადგილია ფირფიტების მოსათავსებლად. ამ უკანასკნელს ნახშირბადის ქაფის ელექტროდები აქვს, რომლებიც ოფლს შთანთქავს და ლაქტატსა და ჟანგბადის მოლეკულებს შორის ქიმიური რეაქცია იწყება. შედეგად, წარმოიქმნება ელექტროენერგია, რომელიც კონდენსატორებში ინახება, რათა ჩვენი თანამედროვე ტარებადი მოწყობილობები ენერგიით უზრუნველყოს.

“ეს ნამუშევარი წინ გადადგმული ნაბიჯია მოწყობილობების უფრო პრაქტიკულად გარდაქმნის თვალსაზრისით – კომფორტული და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი” – ამბობს ფირფიტის ერთ-ერთი შემქმნელი, ლუ ინი.

მექანიზმი აღჭურვილია პიეზოელექტრული მასალით, რაც ენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს. ვარჯიში, მანქანის მართვა, მაცივრის გაღება – ეს იმ მოქმედებათა მინიმალური ჩამონათვალია, რომელთა მეშვეობითაც ელექტროენერგიის მიღებაა შესაძლებელი.

ამასთან, ტესტირების ფარგლებში გუნდმა დაადასტურა, რომ მხოლოდ ტანსაცმლის გახდისა და 10 საათიანი ძილის შედეგად, სუბიექტმა 400 მილიჯოული ენერგია გამოიმუშავა. ეს სრულიად საკმარისია ელექტრო საათის ერთი დღე-ღამის განმავლობაში სამუშაოდ. რაც შეეხება მაუსზე შემთხვევით დაწკაპუნებასა და შეხებას, ამ გზით 30 მილიჯოული ენერგია მიიღება.

ამ ეტაპზე გუნდი მოწყობილობის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რათა უფრო პრაქტიკული, ეფექტური და გამძლე გახდეს ყოველდღიური გამოყენებისთვის. ამ მიზნით “ჩვენ გვსურს, ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ მცირე ელექტროენერგიის გამოსამუშავებელი მოწყობილობა… არამედ შეგვიძლია, რეალურად გამოვიყენოთ ეს ენერგია სენსორებისა და მონიტორებისთვის” – აღნიშნა იინმა.

„აჭარაბეთის“ ყველაზე გამორჩეული და სახალისო აქცია „არიქა!“ დაბრუნდა

დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიულ კომუნიკაციებს ლადო ციმაკურიძე უხელმძღვანელებს