in

მეცნიერებმა დაქვეითებული სმენის სამკურნალოდ ახალი მოწყობილობა შექმნეს

გამტარი მემბრანა ხმის ტალღებს შესაბამის ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის

ზოგი ადამიანი სმენადაქვეითებული იბადება, ზოგი კი მას ასაკთან, ინფექციასთან ან ხმაურის ხანგრძლივ ზემოქმედებასთან ერთად იძენს. ხშირ შემთხვევაში შიდა ყურში არსებული პაწაწინა თმები ზიანდება, რომლებიც ტვინს საშუალებას აძლევს, ელექტრული იმპულსები ბგერებად აღიქვას. ახლა კი ACS Nano-ს მკვლევრებმა გამტარი მემბრანა წარადგინეს, რომელიც ხმის ტალღებს შესაბამის ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის.

როდესაც შიდა ყურის თმის უჯრედები ფუნქციონირებას წყვეტენ, დაზიანების აღდგენის საშუალება არ არსებობს… ამჟამად მკურნალობა მხოლოდ სმენის აპარატებით ან კოხლეარული იმპლანტებით შემოიფარგლება. თუმცა ამ მოწყობილობებს გარე კვების წყაროები ესაჭიროებათ და შეიძლება, მათი გამოყენება გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი კი ხმაურის ელექტრულ სიგნალებად გადაქცევით კოხლეარული თმების მიბაძვაა, რომლებსაც ტვინი ცნობად ბგერებად გადაამუშავებს.

ამ მიზნის მისაღწევად, სხვა მკვლევრებმა თვითმმართვადი პიეზოელექტრული მასალები გამოიყენეს, მაგრამ ასეთი მოწყობილობების წარმოება რთული აღმოჩნდა და თანაც, საკმარის სიგნალს არ ასხივებს. ამრიგად, იუნმინგ ვანგს და მის კოლეგებს სურდათ, მასალის დამზადების მარტივი მეთოდი გამოეყენებინათ — რომელიც შეკუმშვას და ხახუნს კუსტიკური სენსორისთვის იყენებს, მაღალი ეფექტურობითა და მგრძნობელობით აუდიო სიხშირეების ფართო დიაპაზონში.

პიეზო-ტრიბოელექტრული მასალის შესაქმნელად, მკვლევრებმა სილიციუმით დაფარული ბარიუმის ტიტანატის ნანონაწილაკები გამტარ პოლიმერს შეურიეს. შემდეგ სილიციუმის გარსი ტუტე ხსნარით ამოიღეს. როგორც აღმოჩნდა, ნანონაწილაკებსა და პოლიმერს შორის კონტაქტი, ორიგინალურ პოლიმერთან შედარებით, ელექტრულ სიმძლავრეს 55%-ით ზრდის. როდესაც მეცნიერებმა მემბრანა ორ თხელ ლითონის ბადეს შორის მოაქციეს, აკუსტიკური ზონდირების მოწყობილობა მაქსიმალურ ელექტრულ სიგნალს 170 ჰერცზე წარმოქმნიდა.

საბოლოოდ, მკვლევრებმა მოწყობილობა იმიტირებულ ყურში ჩანერგეს და მუსიკალური ფაილი ჩართეს. ელექტრული სიგნალი კი ჩაწერეს და ახალ აუდიო ფაილად გარდაქმნეს — იგი ძალიან ჰგავდა ორიგინალ ვერსიას. ამასთან, ეს ახალი მოწყობილობა ძალიან მგრძნობიარეა იმ ფართო აკუსტიკური დიაპაზონის მიმართ, რომელიც ხმებისა და ბგერების უმეტესობის მოსასმენად არის საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ქიმიური საზოგადოება (ACS) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ს კონგრესის მიერ დაარსდა. მისი მიზანია, უფრო ფართო ქიმიურ საწარმოს შეუწყოს ხელი და მეტი სპეციალისტები მოიზიდოს სასარგებლო სამეცნიერო წინსვლისთვის.

ჩინეთში Google-ის Sycamore-ზე მილიონჯერ სწრაფი კვანტური კომპიუტერი შეიქმნა

გამწვანების როლი თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებში – „ნამაი სტანდარტი“