22
May
2019

25 მაისს “მოხეტიალე კინოთეატრი” რუსთავში

22 May 2019

25 მაისს რუსთავის პარკში ტრადიციული მხიარულება იგეგმება. მოხეტიალე კინოთეატრი, რომელიც უკვე 6 წელია, ფუნქციონირებს, ამ დღესაც გამართავს ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებს, შექმნის საპიკნიკე გარემოს და, რაც მთავარია, უმასპინძლებს Flea Markets, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ახალგაზრდა სტარტაპერებს შეეძლებათ, იქ მყოფ საზოგადოებას თავიანთი ხელნაკეთი ნივთები შესთავაზონ.

როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, “მოხეტიალე კინოთეატრის” საღამოები დატვირთულია სხვადასხვა გასართობი აქტივობით და გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. აქ შექმნილია ყველა პირობა საჯარო სივრცის პოზიტიურად გაზიარებისთვის.

პროექტი პირველად Outdoor Cinema-ს სახელით ქ.რუსთავში დაიწყო. ღონისძიების მთავარი ინსპირაციის წყარო გახდა ქალაქში უფუნქციო კინოთეატრი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის.

მოხეტიალე კინოთეატრს დაგეგმილი აქვს მოგზაურობა ძირითადად ისეთ ადგილებში, სადაც დედაქალაქისგან განსხვავებით ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო.

 

განხილვა