წითელ პლანეტაზე Mars Oxygen In-Situ Resource Utilization Experiment, ანუ MOXIE-ია განთავსებული, რომლის ზომაც პატარა ყუთს არ აღემატება. თუმცა ამან არ უნდა მოგატყუოთ, მას იმდენი ჟანგბადის გამომუშავება შეუძლია, რამდენიც პატარა ხეს.
ტესტირება კი გასული წლის აპრილიდან დაიწყეს — MOXIE-მ მნიშვნელოვანი აირების წარმოება შეძლო სხვადასხვა ატმოსფერულ პირობებში, დღისა და ღამის განმავლობაში, მან ეს მარსის ცვალებად სეზონებშიც კი მოახერხა. 6 გრამი ჟანგბადი თითო სახლში აწარმოა, ეს კი იმ მაჩვენებელს უდრის, რასაც ჩვენს პლანეტაზე არსებული მოზრდილი ხეები გამოიმუშავებენ.
„ეს არის პირველი დემონსტრირება იმისა, რომ რეალურად გამოვიყენებთ რესურსებს სხვა პლანეტარული სხეულის ზედაპირზე და მათ ქიმიურად გარდავქმნით ისეთ რამედ, რაც ადამიანების მისიისთვის იქნება სასარგებლო“, — ამბობს ჯეფრინ ჰოფმანი, მკვლევარი,
მომავალში კი, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მარსის გაზაფხულით ისარგებლებენ, რომელსაც მაღალი ატმოსფერული სიმკვრივე და ნახშირორჟანგის დონე ახასიათებს, რათა რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი აწარმოონ.
ხოლო ექსპერიმენტი წარმატებული მაშინ იქნება, როცა მკვლევრები MOXIE-ის მასშტაბურ ვერსიას შეიმუშავებენ. დიახ, ეს მარსზე ადამიანების მისიას წაუძღვება წინ…