in

MOXY Tbilisi-ს და MyGallery.ge-ს ერთობლივი გამოფენა მოქსის მულტიფუნქციურ სივრცეში

გაზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, სასტუმრო მოქსი თბილისის მულტიფუნქციურ სივრცეში MyGallery.ge-ს პლატფორმაზე განთავსებული ქართველი მხატვრების ნახატების ნახვას ფიზიკურად შეძლებთ.

მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ეზიარონ მოქსის ლობიში არასტანდარტული ფორმით წარმოდგენილი ნახატების ნამდვილ ხელოვნებას, ასევე სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება ნახატების ადგილზე შეძენაც.

მოქსის ლობიში წარმოდგენილია არაერთი ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი : ცირა ვახვახიშვილი, შოთა იმერლიშვილი, ავთანდილ გურგენიძე, გიორგი აბუაშვილი (ბუდუ), დავით ბაძაღუა (გუა), მაკა ზედელაშვილი, ნინო გოგოლიძე – მათ ნამუშევრების დათვალიერეასა და შეძენას მომხმარებლები მარტის ბოლომდე შეძლებენ.

ნახატებზე სპეციალურად SOLO მომხმარებლებისათვის კი 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

[R]

რა სურთ B2B მომხმარებლებს რეალურად?

აი, როგორ გვიცავს მუსიკა გარშემო არსებული ქაოსისგან