in

მოყვარული ინჟინრები კოსმოსურ ხომალდს აგებენ

თუ ამ დრომდე კოსმოსში მოგზაურობა მხოლოდ მილიონერებს შეეძლოთ, დღეს დანიაში 50-კაციანი მოხალისეთა ჯგუფი Copenhagen Suborbitals ხელნაკეთი რაკეტის დამზადებაზე მუშაობს. მათი მიზანი ადამიანების კოსმოსში გაყვანაა. ჯგუფში აცხადებენ, რომ იდეაში მისი განხორციელების სირთულე და ის გამოწვევები იზიდავთ, რომელსაც მუდმივად აწყდებიან. 

Copenhagen Suborbitals რაკეტების სიყვარულის გამო შეიკრიბა. შესაძლოა, მათ დაფინანსება და რესურსები ნაკლებად ჰქონდეთ, მაგრამ ამას გამძლეობით, გამომგონებლობითა და ძლიერი სურვილით აბალანსებენ. თავისუფალ დროს ჯგუფის წევრები კოსმოსური ხომალდის „სპიკა“ მშენებლობაზე მუშაობენ. იმედოვნებენ, რომ ეს პირველი სამოყვარულო კოსმოსური ხომალდი იქნება, რომელიც საკუთარი ეკიპაჟით გაფრინდება. 

როგორ მიდის კოსმოსური ხომალდის მშენებლობა?

კოსმოსურ ხომალდზე მუშაობა სტაბილურად მიმდინარეობს. მათ გააერთიანეს საწვავის ორი, თხევადი ჟანგბადისა და ალკოჰოლის ავზები. იწყება ძრავისთვის პირველი კომპონენტების დამზადებაც. ასევე, მუშაობენ სატესტო სტენდზე, რომელსაც ძრავის შესამოწმებლად გამოიყენებენ. ჯგუფში ამბობენ, რომ რაკეტის დიზაინის უმეტესობა და მისი დაპროექტება შედარებით მარტივია. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ როგორ, ეს ამ პროექტისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ორგანიზაციული თვალსაზრისით კი, CS-ს ორი პრობლემა აქვს:

  • პირველი — ხალხი და დრო. მათ სჭირდებათ ცოცხალი ძალა და დრო, რათა დანია მეოთხე ქვეყანა გახდეს, ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ, რომელიც კოსმოსში მოხვდება. (ან, შესაძლოა, მეხუთეც, რადგან დღეს მათი კონკურენტი ინდოეთია). 
  • მეორე პრობლემა კი არასაკმარისი დაფინანსებაა. მათ, საჭირო კომპონენტების საყიდლად ან ფულის დაზოგვის მიზნით, სხვა უფრო კრეატიული იდეების მოფიქრება უწევთ. 

ხოლო ის ფაქტი, რომ კოსმოსურ ხომალდზე მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობს, იდეას უფრო გენიალურს ხდის. დაფინანსებისა და კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, სავარაუდოდ, მიზნის მიღწევას 10 წელი მაინც დასჭირდება. 

თიბისის და USAID-ის პარტნიორობით საქართველოში ელექტრონული კომერციის აკადემია ამოქმედდება

უსადენო SSD-ით ფაილების ტრანსფერს წამებში შეძლებთ