in

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Mozaika-სთვის

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო Mozaika-ს 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვლილი წელი წარმატებებით, საინტერესო გამოწვევებითა და პოზიტიური ცვლილებებით იყო სავსე.

წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო და მოცულობით პროექტებზე ვიმუშავეთ. მათგან გამოვარჩევდით „ლოვენბრაუს“ ახალ სტრატეგიაზე დაშენებულ სრულმასშტაბიან კამპანიას, რომელსაც აუდიტორიის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 

ასევე, შევქმენით „2 ნაბიჯის“ მარკეტინგული კამპანია და ვიდეორგოლი, რომელიც წინასაახალწლო მარათონისგან თავის დაღწევის მარტივ გზას გვთავაზობს. 

ღონისძიებების მიმართულებით გამოვყოფდით „თბილისობის“ მასშტაბურ დღესასწაულს. კონცეფცია, დიზაინი, დეკორაციები, ინსტალაციები თუ ქართველი არტისტების პერფომანსები, ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს არასრული ჩამონათვალია.

ასევე საინტერესო იყო „ჯითი მოტორსისა“ და „ვოლვოს“ ღონისძიებებზე მუშაობა, სადაც აუდიო-ვიზუალური მიმართულება ეფექტურად მოვარგეთ ამ ბრენდების შოუ რუმებს, „3D მეფინგის“ მეშვეობით კი, ხაზი გავუსვით მათ ემოციურ მხარეს.

GT

 

VOLVO

 

დავიწყეთ ჩვენი შემოქმედებითი გუნდის აქტიური გაძლიერება. კრეატიული დირექტორი ნიკუშა (კუკუშა) მოწონელიძე გახდა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ახალი, უფრო ძლიერი გუნდის დაკომპლექტებაში და იანვრიდან კიდევ გვენება სიახლეები.

ბოლო პერიოდში, ჩვენი კომპანია ბევრი მიმართულებით გაიზარდა, მოხდა სტრუქტურული ცვლილებები, რამაც რებრენდინგის საჭიროება გამოიწვია, ამიტომ მასზე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ახლო მომავალში განახლებული ვიზუალით და სტრატეგიით წარვსდგებით თქვენს წინაშე.

2023 წელი ACAG-ის პრინტ კონკურსში გამარჯვებით დავასრულეთ, რომელიც პიროტექნიკის გამოყენების მავნე შედეგებს ეხებოდა. გვჯერა, ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსწორებაში ჩვენი პრინტიც ითამაშებს როლს.     

Mozaika

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Hans & Gruber-ისთვის

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო VAVAVA-სთვის