in

Mozaika-სა და Kollektiv-ის კოლაბორაცია

Mozaika-სა და Kollektiv-ს, როგორც ორ დამოუკიდებელ სააგენტოს, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2018 წელს მათ თანამშრომლობა გადაწყვიტეს. შედეგად, Mozaika-ს ივენთ მენეჯმენტს, ბეჭდვით მომსახურებას, ბრენდირებულ აქსესუარების იმპორტსა და სხვა სერვისებს დაემატა Kollektiv-ის გამოცდილება Branding-ში, დიზაინსა და Production-ში. თავად ამბობენ, რომ რესურსების გაერთიანებით, მარკეტინგული კამპანიის უფრო ეფექტურად დაგეგმვისა და აღსრულების, სირთულეების მარტივად გადალახვის შესაძლებლობა ექნებათ და მომხმარებელს ბევრად მაღალი ხარისხის კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებენ.

BOG
BOG

რატომ გადაწყდა ორი კომპანიის კოლაბორაცია, რას მოუტანს თანამშრომლობა თავად სააგენტოებს, მომხმარებელსა და, ზოგადად, ბაზარს, „მარკეტერი“ Mozaika-ს დამფუძნებელს ანა ჩოდრიშვილსა და Kollektiv-ის დამფუძნებელს ბუბა რადიანს ესაუბრა.

ანა ჩოდრიშვილი: „მოზაიკა“ მრავალფუნქციური სერვისების მქონე სარეკლამო სააგენტოა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და უკვე 10 წელია სარეკლამო ბაზარზეა. ამ წლების განმავლობაში, ბევრი ერთგული დამკვეთი შევიძინეთ და დღეს უკვე ბაზარზე არსებული ადგილობრივი და უცხოური კომპანიების უმრავლესობასთან ვთანამშრომლობთ. ეს არის სააგენტო, რომელიც მომხმარებელს სპეციალიზებულ მომსახურებებს სთავაზობს: ბეჭდვითი მომსახურება, ღონისძიებების მენეჯმენტი, ბრენდირებული აქსესუარების იმპორტი, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება, დიზაინი და ა.შ. თუმცა, დროთა განმავლობაში, დამკვეთებისგან ჩვენთან სხვა მიმართულებით თანამშრომლობის სურვილიც გაჩნდა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ფიქრი კოლაბორაციაზე.

ბუბა რადიანი: Kollektiv-ს თავიდანვე ასეთი მიდგომა ჰქონდა: თანამშრომლების ძირითადი ნაწილი ვიყავით  4-5 ადამიანი. დანარჩენებთან კი პროექტებიდან გამომდინარე ვთანამშრომლობდით. ასე ვირჩევდით კონკრეტული მიმართულებისთვის სპეციალისტებს. კოლაბორაცია, იდეურად, ყოველთვის ახლოს იყო ჩვენთან. პროფესიული ნიშნის გარდა, მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, კარგად ვიცით ერთმანეთის პიროვნული თვისებები და შესაძლებლობები. მგონია, რომ თანამშრომლობა ასე კიდევ უფრო მარტივი და ეფექტური იქნება.

ა.ჩ. : Kollektiv არის დიზაინ სტუდია, რომელიც, ძირითადად, ბრენდინგისა და დიზაინის მიმართულებით მუშაობს. მათ აქვთ გამოცდილება Production-ის მიმართულებითაც. თავის მხრივ, მოზაიკა აერთიანებს 30-მდე თანამშრომელს, მათ შორის Account Manager-ებისა და Sale-ების ძლიერ გუნდს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანი იყო დიზაინის მიმართულების გაძლიერება. ამიტომ, Mozaika-ს დიზაინერებისა და Kollektiv-ის კოლაბორაციით, ჩამოვაყალიბეთ დიზაინ სტუდია.

ანა ჩოდრიშვილი: Mozaika-ს დიდი გამოცდილება აქვს მენეჯმენტსა და პროცესების მართვაში, Kollektiv-ს – კრეატივში. ამ რესურსების სინთეზი, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა.

M: კონკრეტულად რაზე იმუშავებთ, კოლაბორაციის ფარგლებში?

ა.ჩ. : ვიმუშავებთ სტრატეგიულ და ვიზუალურ ბრენდინგზე, დამკვეთებს გავუწევთ სრულ მარკეტინგულ მომსახურებას, იქნება ეს კამპანიის დაგეგმვა, კრეატიულ ნაწილში დახმარება, Naming, თუ BTL კამპანია. Mozaika-ს დიდი გამოცდილება აქვს მენეჯმენტსა და პროცესების მართვაში, Kollektiv-სკრეატივში. ამ რესურსების სინთეზი, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა.

M: რას მისცემს ეს კოლაბორაცია თქვენს კომპანიებს და რა სიკეთეს მოუტანს დამკვეთებს, რატომ გგონიათ, რომ ზოგადად, დადებითი შედეგი ექნება? 

ა.ჩ. : როგორც უკვე აღვნიშნე, დამკვეთებს ხშირად გამოუთქვამთ ჩვენთან სხვა მიმართულებით მუშაობის სურვილიც. თუმცა, სანამ Mozaika-სა და Kollektiv-ის გუნდმა გარკვეული მიმართულებით თანამშრომლობა არ დაიწყო, ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ახლა ბაზარზე ჩვენს სიტყვას ახალი მიმართულებითაც ვიტყვით. Kollektiv-ის დიზაინერების გუნდს ჩვენი დიზაინერებიც შეუერთდნენ, ყველა პროექტი ბუბა რადიანისა და გიორგი კალმახელიძის, Art Direction-ის ქვეშ განხორციელდება. აქამდე არ გვყოლია არტ დირექტორი, რომელსაც კონკრეტული სტრატეგია ექნებოდა და მითითებებს მისცემდა დიზაინერებს. ასე კი ბევრად კარგ შედეგს მივიღებთ.

ბ.რ. : ცალკე გაყიდვებისა და Account Manager-ების გუნდი არასოდეს გვყოლია. კრეატივზე მუშაობის გარდა, გვიწევდა დამკვეთებისთვის პროექტების შეთავაზება და ზოგადად, მათთან ურთიერთობა. ახლა Mozaika-ს მენეჯერებს ექნებათ მათთან კონტაქტი. ჩვენ კი ვკონცენტრირდებით დიზაინზე და უშუალოდ პროექტის შინაარსობრივ მხარეზე. ასე უფრო მარტივი და კომფორტულია მუშაობა. რაც მთავარია, მეტად პროდუქტიულები ვიქნებით. კოლაბორაციის შემდეგ, დამკვეთს, სრულ დიზაინ მომსახურებას გავუწევთ, იდეიდან დაწყებული, ტექნიკური შესრულებით დამთავრებული. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ორიენტირებულები ვიქნებით ხარისხზე.

ბუბა რადიანი: დამკვეთს, სრულ დიზაინ მომსახურებას გავუწევთ, იდეიდან დაწყებული, ტექნიკური შესრულებით დამთავრებული. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ორიენტირებულები ვიქნებით ხარისხზე.

M: აღნიშნეთ, რომ მოთხოვნა არსებობდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ კოლაბორაცია. თუმცა, ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მომხმარებელს თქვენ რას სთავაზობთ განსხვავებულს?

ა.ჩ. : უფრო Full Service სააგენტოსკენ მივდივართ. დამკვეთი ერთ სივრცეში, ერთი გუნდისგან მიიღებს სხვადასხვა სახის, ხარისხიან მომსახურებას. ჩვენ დავგეგმავთ და აღვასრულებთ სრულყოფილ მარკეტინგულ კამპანიებს.

ბ.რ. : პროცესიც უფრო მარტივი იქნება. თანაც, როცა ყველა კომპონენტს ერთი გუნდი აკეთებს, ჩემი აზრით, პროექტი უფრო გამართული, თანმიმდევრული და სრულყოფილია. შესაბამისად, შედეგიც უკეთესია.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს?

ა.ჩ. :  კოლაბორაციის ფარგლებში, უკვე დავიწყეთ მუშაობა დიზაინის მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება Production, გრაფიკული კლიპები და სარეკლამო რგოლები. ეს ჩვენი მომდევნო წლის გამოწვევაა და კოლაბორაციის მომდევნო ეტაპზე ამ პროდუქტს მივაწვდით მომხმარებლებს. ამიტომ, გუნდში ახალი კრეატიული დირექტორი, ერეკლე მხეიძე დავიმატეთ, რომელსაც სარეკლამო სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

[R]

გაყიდვების ბესტსელერად აღიარებული “Buyology: Truth and Lies About Why We Buy“ ქართულად გამოიცა

Tumblr პორნო კონტენტს დაბლოკავს