საკომუნიკაციო სააგენტო „მოზაიკას” შემოქმედებით გუნდში სიახლეა – მას ახალი კრეატიული ხელმძღვანელი ჰყავს, ნიკუშა (კუკუშა) მოწონელიძე.
კუკუშას ბევრი იცნობს. ქართულ შემოქმედებით წრეებში ის ერთ-ერთი ცნობილი სახე და მთავარი მოთამაშეა. მისი კარიერა თავის დროზე მუსიკით დაიწყო და 2004 წლამდე საზოგადოება მას წარმატებულ მუსიკოსად იცნობდა, თუმცა მოგვიანებით ვიზუალურ მედიაში გადავიდა და ისეთ წამყვან სააგენტოებშიც მუშაობდა, როგორებიცაა Winfor’s და ABK. აქ ის არტ და კრეატიული დირექტორის პოზიციებს იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ის სარეკლამო ვიდეოების რეჟისურით იყო დაკავებული. მისი გადაღებული რგოლები 100-ზე მეტ პროექტს აერთიანებს და მაღალი მხატვრული ესთეტიკით გამოირჩევა. ამიტომ ახლა მოზაიკაში, გარდა შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციისა, ის ვიდეო წარმოებასაც ჩაუდგება სათავეში.
კუკუშა ის პროფესიონალია, ვინც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი გავლენა იქონია შემოქმედებით ინდუსტრიაზე. ამას მოწმობს ის ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოებიც, რომლებიც მას აქვს მიღებული. ფრილანსერად მუშაობის შემდეგ ის ისევ სააგენტოს უბრუნდება და მოზაიკაც დიდი შემართებით, ამბიციურ პროექტებზე მუშაობას გეგმავს.
კუკუშას ნამუშევრებს კი მის პერსონალურ ვებსაიტზე www.kukusha.ge – ზე იხილავთ.
[R]