„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო Mozaika-ს პორტფოლიოდან გაგიზიარებთ ნამუშევრებს.
Tegeta Motors – Nugo #იმგზავრემშვიდად
უსაფრთხოებაზე ცნობიერების ასამაღლებლად, მოზაიკამ Tegeta Motors-ისთვის 3D გრაფიკული ანიმაციების სერია შექმნა, რომელმაც KIAF-ისა და White Square-ის ჯილდოები მოიპოვა.
Maxx Power და 4 მსოფლიო რეკორდი
კამპანიის მონაწილეებმა Maxx Power-ის დახმარებით 4 მსოფლიო რეკორდი მოხსნეს. მოზაიკამ ამ კამპანიით Ad Black Sea-ის ბრინჯაოს ჯილდო აიღო.
Tegeta Motors – Nugo 2.0
ნუგომ უკვე ყველაფერი იცის უსაფრთხოების შესახებ და Tegeta-ს მომდევნო კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას სასარგებლო რჩევებსაც აძლევს. კამპანიამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
Löwenbräu შენს ხელშია
ყველაფერი შენს ხელშია, ასე რომ იყავი მეტად თამამი.
მოგება 2ნაბიჯშია
წინასაახალწლო სამზადისი ხშირად მარათონს ემსგავსება, ყველაფრის მოსწრება კი მხოლოდ 2 ნაბიჯთან ერთადაა შესაძლებელი.
Audi – გერმანიიდან, პირდაპირ საქართველოში
კოვიდი „მძვინვარებს“, ყველაფერი ჩაკეტილია თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალათ მოეწყოთ ყველაზე გრძელი ტესტ-დრაივი პოდკასტების სერიებით ლუკა ნაჭყებიასთან და ანდრო დგებუაძესთან ერთად, რომლებმაც Audi E-tron გერმანიიდან პირდაპირ საქართველოში ჩამოიყვანეს.
თბილისობა 2023
თბილისობის მასშტაბური ღონისძიება მოზაიკამ გამორჩეულ დღესასწაულად აქცია.
VOLVO – Grand Opening
VOLVO-ს შოურუმის გახსნისთვის მოიფიქრეს საინტერესო კონცეფცია, სადაც მთავარი როლი აუდიო-ვიზუალურმა შოუმ ითამაშა.
GT Motors – BMW & Mini Relaunch
BMW-ს და Mini-ის ოფიციალური ლონჩის ღონისძიებაზე მოზაიკამ არასტანდარტული სეტ-დიზაინი და კონკრეტულად ამ პროექტისთვის შექმნილი მუსიკალური კოლაბორაცია შესთავაზა სტუმრებს.
ფესტივალი გიზ-გიზი
გიზ-გიზი სათხილამურო კურორტებზე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, რომელმაც მთებში გართობის დიდი ენერგია და ფერადი განწყობა აიტანა.