20
Oct
2017

ბრენდირებული აქსესუარები – სარეკლამო სააგენტო „მოზაიკას“ წინასაახალწლო გამოწვევები

20 Oct 2017

შემოდგომის მიწურულიდან, იმ დროს, როცა ახლოვდება ახალი წლის – საჩუქრების გაცემისა და მიღების პერიოდი, კომპანიები სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ საკუთარი ლოიალური მომხმარებლების წახალისებისა და პოტენციური აუდიტორიის სტიმულირებისთვის. შესაბამისად, ცდილობენ, სწორად დაგეგმონ და განახორციელონ მარკეტინგული სტრატეგიები თუ პიარ ღონისძიებები ნოვატორულად, პრაქტიკულად და ადაპტირებულად. ერთ-ერთი ასეთი პიარ აქტივობის მაგალითია ბრენდირებული აქსესუარების გამოყენება მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. 

თუმცა, მომხმარებელთან კომუნიკაციამდე, მცირე თუ მსხვილ ბიზნეს წარმომადგენლებს, ურთიერთობა უწევთ სარეკლამო სააგენტოებთან, რომლებსაც თავის მხრივ, დრო სჭირდებათ დამკვეთი კომპანიის მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებულ კამპანიებზე საფიქრელად და შემოქმედებითი საკომუნიკაციო არხების მოსაძიებლად. მარკეტერს სარეკლამო სააგენტო „მოზაიკას“ იმპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუცა ანდღულაძე

ფოტოკრედიტი: LIG Studio

ესაუბრა იმაზე, თუ რა როლი აქვს „მოზაიკას“ ბიზნესისა და მისი მომხმარებლის წარმატებული კომუნიკაციის პროცესში, ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე დგანან სარეკლამო სააგენტოები დამკვეთთან ურთიერთობისას და კონკრეტულად, რა მთავარი მახასიათებლების გამო უნდა არჩიონ კომპანიებმა „მოზაიკასთან“ თანამშრომლობა:

M: როგორ გაჩნდა სარეკლამო სააგენტო „მოზაიკას“ ბრენდირებული აქსესუარების დეპარტამენტის შექმნის იდეა?
6 წლის წინ, როცა მივხვდით, რომ პრომო პროდუქციასა და ტექსტილზე მზარდი იყო მოთხოვნა, გადავწყვიტეთ ბრენდირებული აქსესუარების დეპარტამენტის შექმნა. ვინაიდან, საქართველოში თითქმის არ არსებობდა ბრენდირებული აქსესუარების ქარხნები და წარმოება, საჭირო გახდა კონტაქტების გაფართოება და საერთაშორისო მომწოდებლებთან დაკავშირება.

დღესდღეობით, „მოზაიკა“ PSI-ს (მსოფლიოს მასშტაბით, უმსხვილესი პრომო აქსესუარების ქსელი) საერთაშორისო ჯგუფის წევრია. ეს ავტომატურად ნიშნავს წვდომას ათასობით სანდო მომწოდებელთან და საერთაშორისო ბრენდთან.

M: რა როლი აქვს „მოზაიკას“ კომპანიების ეფექტური პოზიციონირებისთვის ბაზარზე და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას სააგენტო კლიენტებთან კომუნიკაციის პროცესში?
ბრენდირებული აქსესუარები ბრენდის ცნობადობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამომხატველია და ეს სჭირდება ყველა კომპანიას – დაწყებული მცირე ბიზნესით, დასრულებული უმსხვილესი კომპანიებით. დამკვეთებთან ურთიერთობა მთელი წლის მანძილზე გვაქვს, თუმცა წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით აქტიურია ხოლმე, როდესაც კომპანიებს სურთ, საჩუქრები გაუკეთონ საკუთარ თანამშრომლებსა თუ ბიზნეს პარტნიორებს.მართალია, ჯერ დიდი დროა ახალ წლამდე, თუმცა მოზაიკაში ახალი წელი უკვე მოვიდა… წლის ბოლოსთვის განკუთვნილი საჩუქრები პრომო პროდუქციის ინდუსტრიაში გრძელვადიან დაგეგმვას მოითხოვს, ვინაიდან, როდესაც დამკვეთს ჩვენთან თანამშრომლობა უნდა, ხშირად, ძალიან გვიანია ეფექტური და კრეატიული იდეების განხორციელებისთვის.

M: რა არის ის მთავარი უპირატესობა, რის გამოც, დამკვეთებმა სწორედ „მოზაიკაზე“ უნდა შეაჩერონ არჩევანი?
იმის ფონზე, რომ ბაზარზე, სანდოობისა და ხარისხის პრობლემა იყო და ახლაც არის, ჩვენს უპირატოსებად სწორედ ამ ორ კომპონენტს მივიჩნევ. ჩვენი ლოიალური დამკვეთები გვენდობიან და იციან, რომ წლის ბოლოს, საახალწლო ორომტრიალში ხარისხიან პროდუქციას, „მოზაიკასგან“ დაპირებულ დროში მიიღებენ.რაც შეეხება სხვა უპირატესობებს, დღესდღეობით, „მოზაიკას“ უკვე 100-მდე პარტნიორი ჰყავს, მსოფლიოს მაშტაბით, როგორც ევროპაში, ისე აზიაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კომპანიას დავუმზადოთ სპეციალურად საკუთარი დიზაინით შექმნილი (Customized) პრომო აქსესუარები და ტექსტილი. ჩვენი კრეატიული გუნდი, ყოველ წელს, „მოზაიკას“ საახალწლო კატალოგზე მუშაობს და შედეგად, გამზადებულ, ინოვაციურ და მრავალფეროვან სასაჩუქრე იდეებს ვთავაზობთ კომპანიებს.

M: რა კრიტერიუმებით ისაზღვრება კონკრეტული შეკვეთის შესრულების დრო?
გააჩნია შეკვეთას, მის მოცულობასა და სირთულეს. თუ ვსაუბრობთ ჩვენს ევროპელ მომწოდებლებზე, რომლებსაც პრომო აქსესუარების უდიდესი მარაგი აქვთ – მათგან ორ კვირაში ჩამოგვდის უკვე დაბრენდილი პროდუქცია. ხოლო თუ შეკვეთის მოცულობა დიდია და დიზაინი დამზადებულია დაკვეთის მიხედვით (Customized), მაშინ აქ უკვე ჩვენი აზიელი პარტნიორები ერთვებიან და ვადაც იზრდება.
M: რომელ საკომუნიკაციო არხებს იყენებთ კლიენტებთან ურთიერთობისთვის?
ჩვენ გვყავს გაყიდვების გამოცდილი გუნდი, რომლებიც ჩვენს ერთგულ დამკვეთებს ემსახურებიან მთელი წლის მანძილზე. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე ეფექტური გზა, დამკვეთთან პირისპირ შეხვედრაა და მათთვის საგანგებოდ მომზადებული შეთავაზებების მომზადებაა.
ახალი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალება კი ე.წ. Word of Mouth, ჩვენი ერთგული დამკვეთების მიერ გაწეული რეკომენდაციაა.

M:
 როგორია თქვენი 6 წლიანი გამოცდილება?

„მოზაიკამ“ 6 წლის განმავლობაში შექმნა გამოცდილი გუნდი გაყიდვებსა და ექაუნთში, ამიტომაც, ყოველ წელს, ჩვენი პარტნიორების რაოდენობა იზრდება. ვესწრებით მსხვილ სავაჭრო გამოფენებს (Trade Fair) როგორც ევროპაში, ისე აზიაში. ვცდილობთ, ჩვენი ასორტიმენტი გავზარდოთ და მეტად ინოვაციური პროდუქტები დავამატოთ. თავიდან თუ სტანდარტულ პრომო აქსესუარებზე ვმუშაობდით, დღეს კომპანიის მიერ შექმნილი ნებისმიერი კორპორატიული დიზაინის ნივთი შეგვიძლია შევქმნათ. გამოცდილებამ მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია სანდო საერთაშორისო პარტნიორები და მათთან საქმიანი ურთიერთობის გარდა, „ადამიანური“ ურთიერთობების დამყარება. ამიტომაა, რომ უკვე მერამდენე წელია, ჩვენს პარტნიორებთან შორ მანძილზე ასე ეფექტურად ვთანამშრომლობთ.

                                                         ფოტოკრედიტი: LIG Studio

[R]

განხილვა