Mozilla-ს ვებ ბრაუზერი Firefox Reality ხელახლა გაეშვება. თქვენ მალე ახალ VR/AR ბრაუზერს იხილავთ, სახელწოდებით Wolvic. ამჯერად ბრაუზერს, Firefox Reality-ის ძირითადი კოდის გამოყენებით, პროგრამული უზრუნველყოფის საკონსულტაციო კომპანია Igalia ავითარებს. Mozilla კი Firefox Reality-ს აპლიკაციების მაღაზიებიდანაც წაშლის.
ეს Firefox Reality-ის ბუნებრივი ევოლუციაა, რომელიც 2018 წელს დაიწყო. ამიტომ, ახლა WebVR და WebAR სტანდარტებს ამკვიდრებს. Mozilla კი კვლავ რჩება ახალი ტექნოლოგიების მასპინძელი.
Firefox Reality ამჟამად ხელმისაწვდომია Meta Quest ყურსასმენზე, HTC-ის Viveport პლატფორმაზე, Pico-ს VR და Microsoft-ის HoloLens ყურსასმენებზე. გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს ტრადიციული ვებგვერდების დათვალიერების საშუალებას აძლევს, ეს ვებზე დაფუძნებული პორტალია, VR და AR გამოცდილებისთვის. პლატფორმა, რომელიც ყურსასმენების აპლიკაციებთან შედარებით ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ გთავაზობთ აპლიკაციების მაღაზიების უფრო ღია ალტერნატივას. როდესაც სხვები Meta-ს VR ამბიციებს ამოწმებენ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის მასშტაბით ინვესტიციას AR-ში ახორციელებენ, Wolvic ვებზე დაფუძნებული შერეული რეალობის სიცოცხლისუნარიანობას აძლიერებს.
საინტერესოა, რომ ადრე Igalia-მ WebKit და Chromium ღია კოდის პროექტებშიც შეიტანა წვლილი.