24
Jun
2019

Mozilla-მ ბრენდინგი განაახლა

24 Jun 2019

ბრაუზერის არსებობიდან 16 წლის შემდეგ, Mozilla-მ Firefox-ის ახალი ლოგო წარადგინა, რომლის მთავარი გზავნილია “მეტი, ვიდრე მხოლოდ ბრაუზერი”. ახალი სიმბოლო ნაკლებად ჰგავს მელიას, თუმცა გამოცდილი თვალი მაინც შეძლებს მსგავსების პოვნას. ახალი ლოგო მელიას აბსტრაქტულ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც ლურჯ-იისფერ წრეშია მოქცეული. ახალი ბრენდინგი, ასევე, მოიცავს ვიზუალურ იდენტობას Firefox Send-ისთვის, Firefox Monitor-ისთვის და Firefox Lockwise-ისთვის. თითოეულ ვარიაციას მარტივი, მკვეთრი ბორდოსფრით, ყვითლით, ცისფრითა და წითელი ფერებით შექმნილი ხაზოვანი ხატულები გამოარჩევს, რითაც ის Instagram-სა და Boomerang-ს მოგაგონებთ.

რედიზაინი, ასევე, მოიცავს გათანამედროვებულ შრიფტს, მომრგვალებული ფორმებით. მომხმარებლები განახლებულ ვიზუალურ იდენტობას 2019 წლის შემოდგომაზე იხილავენ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში.

განხილვა