in

Mozilla-მ ფაილების გაზიარების უფასო სერვისი შექმნა

veon
veon

Firefox Send – ეს Mozilla-ს ახალი უფასო სერვისია, რომელიც ფაილების გაზიარების საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ, 2.5 GB-მდე მოცულობის ფაილი გაგზავნონ. ბრაუზერი Email-ის ალტერნატივას სთავაზობს მათ. მომხმარებლებს შეუძლიათ, თვითონ განსაზღვრონ რამდენი საათის შემდეგ შეიძლება ამოიწუროს გზავნილის ლიმიტი – რამდენ საათსა და რამდენი გადმოწერის შემდეგ. მაქსიმალური პერიოდი კი 7 დღეა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოზილას მიერ შემოთავაზებული ტრანსფერით გაგზავნილი ფაილები დაშიფრულია და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა, ვინც აგზავნის და იღებს.

ეს სერვისი მოზილამ 2017 წელს საპილოტე ვერსიით გაააქტიურა, თუმცა, მაშინ მხოლოდ 1 გბ-მდე მოცულობის ფაილის გაგზავნა იყო შესაძლებელი. როგორც ოფიციალური წყაროები იუწყებიან, აღნიშნული სერვისი მალე ანდროიდის აპლიკაციაშიც იქნება ხელმისაწვდომი.

https://www.youtube.com/watch?v=eRHpEn2eHJA

5 გზა, თუ როგორ დავტოვოთ პირველივე თვეში უფროსზე კარგი შთაბეჭდილება

ქართულმა სააგენტომ ესპანური ღვინის ბრენდინგზე იმუშავა