20
Jan
2017

Mozilla-ს ახალი ლოგო აქვს

20 Jan 2017

1998 წლიდან მოყოლებული, Mozilla-ს, მსოფლიოს გარშემო, 11 ოფისი, 1000 დასაქმებული თანამშრომელი და 400 000-ზე მეტი მომხმარებელი, კონტრიბუტორი და დეველოპერი ჰყავს. გლობალურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელსაც უმეტესობა Firefox ბრაუზერით იცნობს, ლოგოტიპი შეცვალა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ახალმა სიმბოლომ კომპანიის ღირებულებები უკეთ წარმოაჩინა. მოსალოდნელი ცვლილებები Mozilla-მ ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა. ახალ კონცეფციაზე ბრენდინგ სააგენტო johnson banks-მა 10 თვის განმავლობაში იმუშავა. ახალ ლოგოში გამოყენებულია სიმბოლოები “://”, რომლებსაც URL-ის აკრეფისას ვიყენებთ.

განხილვა