Mozilla-ზე პირველი Firefox ბრაუზერი კი გვახსენდება თავისივე სტაფილოსფერი მელიით, მაგრამ ახლა თავად კომპანიის რებრენდინგს გვაზიარებენ, რომელიც აღნიშნულ ბრაუზერზე ბევრად მეტია…
მოდით, ჯერ ამ უკანასკნელზე მოგაწვდით ფაქტობრივ ინფორმაციას, შემდეგ კი ახალი ლოგო და ფერები განვიხილოთ — 1998 წელს დააარსეს მანამდე არსებული Nestcape-ის კომპანიის ბაზაზე, კონფიდენციალურობის წესებს ქმნიან, აქვეყნებენ ღია კოდის სტანდარტებს, მასპინძლობენ ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ წამყვან Mozfest-ის ღონისძიებას. ცოტა ხნის წინ მეტას ხელმძღვანელების მიერ დაარსებული Anonym-ის სარეკლამო სააგენტოც შეიძინეს — „ჩვენ მივედით შემდეგ პოზიციონირებამდე, რომ ეს ადამიანების პლატფორმაა…“.
ახლა კი სურთ, ბრენდინგით Reclaim the internet-ის იდეასაც ემსახურონ. ფიქრობენ, რომ მოზილას წინა ლოგო არ ემსახურებოდა ადამიანთა ფართო ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ ახალი ლოგოსა და ბრენდის სისტემის შექმნა Jones Knowles Ritchie-ის (JKR) მიანდვეს, რომელმაც პროექტზე შემოქმედებით ხელმძღვანელ ლისა სმიტთან ერთად იმუშავა.
სხვა მრავალი ტექნოლოგიური ბრენდის მსგავსად, აქაც ლოგოში sans-serif-ის შრიფტს ვხვდებით — „არ გვინდა მოვექცეთ ციფრული ერთფეროვნების ჩიხში, სადაც ყველაფერი ერთნაირად გამოიყურება, sans-ის შრიფტი კი ნებისმიერ ციფრულ ბრენდს შეუძლია, ჰქონდეს, მაგრამ როგორ შევძლებთ პერსონალიზებას?“.
ბრენდის ახალი სისტემა ყველა ჩამოთვლილ პრობლემაზე გვთავაზობს პასუხს.
JKR-მ Slab Studio Drama-ს ახალი Mozilla Semi შეუკვეთა. ლოგო კი Mozilla Semi Slab-ითაა დაწერილი. 1998 წელს შემოთავაზებული დინოზავრიც აქვეა, რომელიც ბრენდის თილისმად აქციეს და Mozilla უწოდეს. განახლება მასაც შეეხო, თუ ადრინდელი Mozilla სტატიკური იყო, ახალი იგი მისგან ბევრად განსხვავებულია.
დაბოლოს, რაც შეეხება ფერთა პალიტრას, კონკრეტულ ნიშნებსა თუ სხვა სარეკლამო მასალებზე მწვანე ტონებს ვხედავთ. თუმცა პოდკასტებისა და Live ღონისძიებებისთვის ვარდისფერსა და სტაფილოსფერს გამოიყენებენ…