1
Aug
2018

Mozilla Firefox-ის 24 ახალი ლოგო – კომპანიის რებრენდინგი, თითქმის, დასრულებულია  

1 Aug 2018

veon
veon


Mozilla- ვიზუალურ მახასიათებელში მთელი რიგი ცვლილებებია, რადგან, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ „ბრაუზერი“, სიახლეები კი Firefox-ის ახლანდელი ფუნქციების შესაბამისია. 2 დღის წინ, ხელმძღვანელებმა ერთ-ერთ ბლოგ-პოსტში აღნიშნეს, რომ ბრენდის, დროის ადეკვატურად განვითარება აუცილებელი იყო.

„ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს, „Firefox“-ს მხოლოდ ერთი, „ბრაუზერის“ ფუნქცია აქვს. არა და, გაცილებით მეტი შესაძლებლობები გააჩნია. სწორედ ამიტომ, გახდა საჭირო მისი განვითარება“, – ნათქვამია წერილში.

ფუნქციების ზრდა აისახა ბრენდის ვიზუალურ მახასიათებელზეც – ახლა Mozilla-ს, სისტემებისა და დანიშნულების მიხედვით დაყოფილი, 24 ახალი ლოგო აქვს.

„ჯერ კიდევ დამუშავების ფაზაშია ტიპოგრაფია, გრაფიკული შაბლონები, „ნეიმინგი“ და სისტემის სხვა ელემენტები. მათი გამოყენებით, რა თქმა უნდა, პროდუქტთან კომბინაციაში, ბრენდის ახალი, საერთო მახასიათებლები განისაზღვრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: www.designtaxi.com

განხილვა