in

„მოცო-მოცო“ – აღმოაჩინეთ ნეაპოლიტანური პიცის გემო თბილისის გულში

თბილისის ცენტრალურ უბანში, ვერაზე, თამარ ჭოველიძის ქუჩა №10-ში, გაიხსნა ახალი გასტრონომიული სივრცე „მოცო-მოცო“, რომელიც იტალიური კულინარიის მოყვარულებს ავთენტურ ნეაპოლიტანურ პიცას სთავაზობს უნიკალურ გარემოში.

„მოცო-მოცო“ ნამდვილი იტალიური პიცის ტრადიციას მრავალფეროვან ბართან აერთიანებს. აქ შექმნილია სივრცე, სადაც სტუმრებს ხვდებათ ავთენტური გემოები და გულით შემუშავებული დეტალებით სავსე გარემო, რომელიც თავს სახლში გაგრძნობინებთ.

„ჩვენ გვჯერა, რომ კარგი კულინარია აერთიანებს ხალხს,“ – აცხადებენ „მოცო-მოცოს“ დამფუძნებლები. „ჩვენი შეფმზარეულები იყენებენ მხოლოდ ჯანსაღ ინგრედიენტებს, რათა შექმნან დაუვიწყარი ნეაპოლიტანური პიცა იდეალურად დაბალანსებული ჰაეროვანი ცომით, მდიდარი პომიდვრისა და პესტოს სოუსებით და, რა თქმა უნდა, საუკეთესო ტოპინგებით.“

რესტორანი არ შემოიფარგლება მხოლოდ პიცით. მენიუში ასევე წარმოდგენილია პიცის ცომით მომზადებული სენდვიჩები, ცოცხალი გემოებით გაჯერებული სალათები და დესერტები. სასმელების მოყვარულებს კი ელოდებათ კლასიკური და საფირმო კოქტეილების მრავალფეროვანი არჩევანი.

„მოცო-მოცო“ არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი და მათი აზრი პრიორიტეტია. წითელი კედლებით და თბილი განათებით გადაწყვეტილი სივრცე, მზრუნველი პერსონალით – ეს ყველაფერი ქმნის იდეალურ გარემოს სასიამოვნო დროის გასატარებლად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ „მოცო-მოცოს“ ყოველდღიურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს სოციალურ მედიაში გვერდზე “Mozzomozzobar”.

„შეიქმენით განსაკუთრებული მოგონებები, მოცო-მოცოში თითოეული დღე დღესასწაულია,“ – გვპირდებიან რესტორნის წარმომადგენლები.

[R]

ვიდეოთამაშებს ბავშვებზე მეცნიერებისთვის მოულოდნელი გავლენა აღმოაჩნდა

რისთვის იყენებენ ChatGPT-ის სურათების გენერირების ხელსაწყოს? — 4 გზა