in

მონეტარული პოლიტიკის სხდომა სტუდენტების მონაწილეობით პირველად ჩატარდა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა განსხვავებულ ფორმატში წარიმართა. პროცესში პირველად მიიღეს მონაწილეობა ეროვნული ბანკის ახალგაზრდა ეკონომისტების კონკურსში გამარჯვებულმა სტუდენტებმა. მათ შესაძლებლობა მიეცათ ახლოს გაცნობოდნენ სამუშაო პროცესს, თუ როგორ იღებს კომიტეტი გადაწყვეტილებას და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ ქვეყნის მთავარი ბანკირისგან და კომიტეტის სხვა წევრებისგან.

კომიტეტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის შემდეგ, სტუდენტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი ბაქრაძის მენტორობით, სხდომა დამოუკიდებლად გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, მათ გააანალიზეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესები, იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაში უნდა დარჩეს, განაკვეთი კი, არსებულ დონეზე შენარჩუნდეს.

როგორია ახალგაზრდა ეკონომისტების შთაბეჭდილებები და შეფასება, ნახეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიდეორგოლში.

ნახეთ: არწივების ფოტო, რომლის გადაღებასაც ფოტოგრაფი რამდენიმე წელი ელოდა

როგორია AR ტექნოლოგიის პერსპექტივა ქართულ მარკეტინგულ კომუნიკაციაში?