in

მფრინავი ბაგეტი ეიფელის კოშკის თავზე — პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება

როგორც იცით, მომავალ 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებს პარიზი მასპინძლობს, რისკენაც დიდი მარკეტინგული ძალისხმევაა მიმართული. ამის ნაწილია უახლესი ვიდეორგოლიც, რომელიც ფეხბურთელ პეიტონ მანინგისთვის დამახასიათებელი იუმორითაა გაჟღენთილი — ის სარეკლამო რგოლთან დაკავშირებულ გიჟურ იდეებს „მკაცრი გარეგნობის“, კოსტიუმებში გამოწყობილ პროფესიონალებს უზიარებს. მაგალითად, წარმოგიდგენიათ მფრინავი ფრანგული ბაგეტი, რომლიდანაც პარაშუტებით ხტებიან?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელია, მაგრამ რაღაც „ყველაზე ფრანგულის“ შემოტანა მსგავს კამპანიაში ეფექტურ მინიშნებას წარმოადგენს თავად ფრანგულ ხასიათსა და განწყობაზე. თანაც იდეის მოფიქრება და გაჟღერება ნაწილობრივ განხორციელების ტოლფასია… „პეიტონ მანინში შესანიშნავი არჩევანი იყო 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სარეკლამო კამპანიის წამოსაწყებად. ახლა კი სხვა მსგავსი იდეების გაზიარებას ველით ცნობილი ადამიანებისგან“, — აღნიშნა ჯენი სტორმსმა, NBCUniversal-ის სპორტისა და გართობის მიმართულების მარკეტინგის მთავარმა ხელმძღვანელმა.

ბისტრო „ფურინუა“ – მეგრული სამზარეულოს ფრენის სიმაღლეზე

Apollo 17-ის მონაცემებში მთვარის იდუმალ ბიძგებს მიაგნეს