ინგლისში დაბადებული მხატვარი „მისტერ დუდლი“ მორიგი გამოფენით ბრუნდება. ამჯერად ილუსტრატორი მაკაოში გაემგზავრა, რათა დისნეის პერსონაჟებით შთაგონებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა ოთხ განსხვავებულ ინსტალაციას მოიცავს საოცნებო ქალაქში. სტილიზებული ნახატები ისეთ საკულტო პერსონაჟებს ასახავს, როგორებიც არიან მიკი მაუსი და დონალდ დაკი. როგორც არტისტი აღნიშნავს, ინიციატივა დისნეის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და სურდა, თავისი შემოქმედებითი წვლილი შეეტენა იმ ბრენდის ღვაწლის აღნიშვნაში, რომელმაც ყოველი ჩვენგანის ცხოვრება ზღაპრულად გარდაქმნა. ეს არის ხელოვნება ხელოვნებაში — განსხვავებული პერსპექტივით წარმოდგენილი ანიმაციური გმირები.