„მარკეტერი“ ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ MR Rex–ის კიდევ ერთ ისტორიას. სადაზღვევო კომპანია GPI ამჯერად ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებს – „მედისა“ და „მედიქეარის“ პოლისებს წარადგენს.
ვიდეო რგოლი სარეკლამო სააგენტო Windfor’s –ს ეკუთვნის. ამჯერად მოქმედება კლინიკაში ხდება. კლიპში სამი პერსონაჟი: MR Rex, პაციენტი – პაატა და მედდა – თინა მონაწილეობს. MR Rex-ი თავის ფეისბუქის მეგობრებს გაუზიარებს თუ, როგორ მოხვდა პაატა საავადმყოფოში, შეუყვარდა მედდა და როგორ განვითარდა მათი ისტორია. ნახეთ ვიდეო
შეგახსენებთ, რომ კამპანია MR Rex-ის კომპანია GPI Holding–მა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ კონკრეტული სადაზღვეო პროდუქტის შესახებ კომუნიკაციას სწორედ MR Rex ახორციელებს.