29
Dec
2019

„მზადება დიდი ნახტომისთვის“ – MR. Wolf-ის 2019 წელი

29 Dec 2019

M2
M2


როგორი იყო 2019?

გადასარევი. თუმცა, უკეთესიც შეიძლება, რადგან უკეთესი ყოველთვის შეიძლება. ფსევდო-ფილოსოფიურობას რომ „გავეშვათ“ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ეს ხდებოდა ჩვენს თავს:

გემო გავუსინჯეთ ოქროს Cannes YoungLions – Print კონკურსში. გვესიამოვნა.

ამ ამბავს, ზემოდან, „მარილი მოაყარა“ M.O.M – Mad Over Marketing-მაც, ჩვენი პრინტის გაზიარებით, რაც, ასევე, საკმაოდ გვესიამოვნა.

გავეშურეთ კანს, სადაც ჩავიხუტეთ არაერთი საერთაშორისო სააგენტო, თუ კომპანია. ამჟამად, მეგობრობიდან საქმეზე გადავდივართ Unity Enginge-თან, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე თამაშების შექმნისა და დისტრიბუციის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმაა.

გავხსენით Motion Graphic Design სტუდია – Ping Pong.

 

Unity-ს მიღმა, ამ სილამაზეებს, ასევე, გავუკეთებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გერმანულ ანიმაციურ სტუდია Kurz Gesagt-ს. თუმცა, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ უცხოეთისკენ გვიჭირავს თვალი. გვაქვს ბედნიერება, ვითანამშრომლოთ თანამემამულეებთან, მათ შორის  Marketer.ge-სთან.

ანიმაციების მიღმა, წელს, „მაკდონალდსისთვის“ შევქმენით ჩვენი პირველი თამაში „M-ფრი-ნავი“, რომელიც ციფრულ კოსმოსში გადაეშვა და შედეგებით ვარსკვლავები ჩამოხსნა.

2020 Teaser:

საბოლოო შეჯამებისთვის, გადასარევი წელი იყო და წინ კიდევ უკეთესი გველის. 2020-ისთვის განსაკუთრებულად დიდ ამბებს გპირდებით, რომლებსაც სულ მალე გამცნობთ. მანამდე კი გილოცავთ დამდეგს! გემრიელად მიირთვით 🙂

 

დავით ხარიტონაშვილი, MR.Wolf-ის დამფუძნებელი

განხილვა