ერთი კვირის წინ, იყო კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ სიტყვა, შემდეგ, ქართული სტარტაპი – „ტრიპექსი“ ბორჯომის გადამწვარ ტყეს ესტუმრა, იქიდან წამოღებული დამწვარი ნაძვები კი სპორტის სასახლესთან, საახალწლო ნაძვების გვერდით მოათავსა. სტენდი #მრავალახალხეს და ახალი საშობაო ტრადიციის დანერგვის მცდელობა, ზაფხულში გადამწვარ 1000 ჰექტარამდე ბორჯომის ტყის გახსენებას ემსახურება და მის აღდგენაში თითოეული მოქალაქის მონაწილეობის საჭიროებას უსვამს ხაზს. სპორტის სასახლესთან მრავალი მოჭრილი ნაძვია, რომელიც დამწვრისგან მხოლოდ სიმწვანით განსხვავდება და მათი მოჭრა ხანძარზე ნაკლებ ზიანს არ აყენებს გარემოს. ამიტომ, „როცა სახლისთვის ნაძვის ხე მიგაქვს, ერთი ნამდვილი ნაძვის ხეც დარგე“. კამპანიის ავტორების თქმით, #მრავალახალხეს სტენდები, სპორტის სასახლის გარდა, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, 15 იანვრამდე განთავსდება. ნაძვის ხის დარგვა სახლიდან გაუსვლელად, borjomistvis.ge-ზეცაა შესაძლებელი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/treepexgeorgia/videos/259764247887673/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„ჩვენი მხრიდან წამოვიდა პირველადი იდეა, რომ მოდი, რა იქნება, რომ წელს ნაძვების გვერდით გავყიდოთ დამწვარი ხეები, როგორც სიმბოლო იმ დიდი ტრაგედიის, რომელიც წელს დაგვატყდა თავს. 1000 ჰექტარამდე ტყე განადგურდა და 2 მილიონამდე ხის დარგვა იქნება საჭირო იმისათვის, რომ აღვადგინოთ ის დანაკლისი, რაც განვიცადეთ. იდეა შევთავაზეთ „ტრიპექსს“, რომელიც უცებ დაინტერესდა ამ ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ დავიწყეთ ამ კამპანიაზე ფიქრიც და მოქმედებაც. სპორტის სასახლესთან განთავსებული სტენდის მთავარი მიზანი არ იყო გაყიდვები, არამედ, ყურადღების მიპყრობა, რაც მოვახერხეთ, რადგან. თითქმის ყველა ტელევიზიამ გააშუქა, მედია ჩაერთო და გვქონდა პირველი რეაქციაც. დღეიდან, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა შოპინგ ცენტრთან და სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდება ჩვენი სტენდები. კომპანიებსა და ინფლუენსერებთანაც იგზავნება ნახშირის ნაძვის ხეები, იმისათვის, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ კამპანიაში. ამ კამპანიის მთავარი მიზანია, რომ დამწვარი ტყის აღსადგენად, ერთად დავნერგოთ ახალი ტრადიცია – სახლში ნაძვის ლამაზად მორთვასთან ერთად, თითო ხე დავრგოთ ბორჯომის ხეობაში“, – ნათია გოგია, „ლივინგსტონის“ ექაუნთ დირექტორი.