თუ შეგიმჩნევიათ, ლოგოები ხშირად წრის ფორმის არის, რაც გასაკვირი არაა, რადგან მათი სიმეტრიისა და მომრგვალებული კიდეების კომბინაცია დედამიწის, მზის, მზის სისტემის და თვით სიცოცხლის ციკლის ფორმასაც კი მოგვაგონებს. სწორედ ამიტომ ის ხშირად ხდებოდა ცნობილი მხატვრებისთვის სათქმელის გამოხატვის საშუალება. წრეები შეინიშნება ისეთი მხატვრების ნამუშევრებში, როგორებიც არიან კანდინსკი, ბრიჯიტ რაილი და ფრენკ სტელა.
ახლა კი ვისაუბროთ წრის მნიშვნელობაზე ლოგოს დიზაინში. არსებობს მოსაზრება, რომ წრეების გამოყენება თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს, მაგრამ კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს მას ლოგოს შექმნის პროცესში.
უნივერსალურობა და სიმარტივე
წრეები ნაცნობი და მყისიერად ამოსაცნობია. ეს ლოგოებს უფრო დასამახსოვრებელსა და მასშტაბურს ხდის.
სიმბოლური მნიშვნელობა
წრეები ხშირად გამოხატავს ერთიანობას, მთლიანობას, ინკლუზიურობას, საზოგადოებას უსასრულობას ან უწყვეტობას (რადგან მათ არ აქვთ დასაწყისი ან დასასრული), მოძრაობას, როგორიცაა ბორბლები, გლობუსები და სხვა.
ვიზუალური ბალანსი და ჰარმონია
წრეები დაბალანსებული და სტაბილურია. მათი მეშვეობით ლოგოები უფრო მოქნილი და მეგობრული ჩანს.
ტრადიციული და თანამედროვე
წრიული ლოგოები ერთდროულად თანამედროვეც და კლასიკურიც არის. ტექნოლოგიური კომპანიები და სტარტაპები ხშირად იყენებენ მათ სუფთა, რბილი კიდეების მქონე იერსახისთვის.
პოტენციური უარყოფითი მხარეები
დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც უნდა განვიხილოთ, რაც შეიძლება წრიულ ლოგოებს ჰქონდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ წრეებს ხშირად იყენებენ ლოგოს დიზაინში, მას შეიძლება აკლდეს უნიკალურობა, თუ ის არ არის შერწყმული ძლიერ ტიპოგრაფიასთან ან ემბლემურ ნიშანთან.
თუ თქვენს ბრენდს სურს ძლიერი, უფრო უხეში იერი ჰქონდეს, წრე შეიძლება არ იყოს იდეალური ვარიანტი მისთვის, რადგან ამ უკანასკნელს უფრო ნაზი და რბილი შეხედულება აქვს კუთხოვან ფორმებთან შედარებით.
ტრენდის რისკი
წრეები მოდური გახდა, განსაკუთრებით ტექნოლოგიებსა და სოციალურ მედიაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი ან „ერთნაირი“ იერსახის შექმნა.
რატომ არის წრეებიანი ცნობილი ლოგოები ასეთი ეფექტური
ბევრი პოპულარული წრეებიანი ლოგო გლობალურად ცნობილ ბრენდებს ეკუთვნის. წრეებიანი კომპანიის ლოგოების ეფექტურობა გამომდინარეობს მათი შემდეგი შესაძლებლობებიდან:
ბევრი პოპულარული წრეებიანი ლოგო გლობალურად ცნობილ ბრენდებს ეკუთვნის. მათი ეფექტურობა გამომდინარეობს შემდეგი შესაძლებლობებიდან:
მრავალმხრივობა: გჭირდებათ ტექსტიანი მრგვალი ლოგო თუ მინიმალისტური ხატულა, წრიული ლოგოს დიზაინი მრავალ ფორმატში მუშაობს;
დასამახსოვრებელი: წრეების ლოგოს სიმეტრია მის ამოცნობას აადვილებს, ერთი შეხედვითაც კი;
უცვლელი – მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ლოგოს სტილი იცვლება, წრეებიანი ლოგოები ათწლეულების განმავლობაში აქტუალური რჩება.
მსოფლიოში აღიარებული კომპანიების უმეტესობა წრიულ ლოგოებს იყენებს ნდობის, მარადიულობისა და ერთიანობის გამოსახატავად. იქნება ეს სოციალური მედიის პლატფორმა, საცალო ვაჭრობის გიგანტი თუ ყავის მაღაზია, წრიული ლოგოების მქონე ბრენდები ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ტოვებს.
გავიხსენოთ ცნობილი ლოგოები, რომლებიც ყველას გვიყვარს და წრიული ფორმისაა
Pepsi – ბალანსი, გლობალური მიმზიდველობა
BMW – საინჟინრო სიზუსტე, მოძრაობა
Spotify – ხმის ტალღები, სიმარტივე
NASA – პლანეტარული სიმბოლიკა
Firefox – მოძრაობა, გლობალური მასშტაბი
მართალია, მხოლოდ წრის გამოყენება ლოგოს უკეთესს არ ხდის, მაგრამ, როდესაც ის თქვენი ბრენდის იდენტურობას, ღირებულებებსა და ესთეტიკას შეესაბამება, მას შეუძლია, თქვენი ლოგო უფრო ეფექტური და გამძლე გახადოს.
საერთო ჯამში ორივე მხარის არგუმენტები მისაღებია – მათიც, ვინც წრიული ლოგოების მომხრეა და მათიც, ვინც მათში უარყოფითს ხედავს, რადგან უარყოფითი და დადებითი მხარეები თანაბარია. ლოგოს დიზაინში უმნიშვნელოვანესი მაინც ისაა, როგორი შინაარსი აქვს მთლიანობაში მას და არა როგორი რადიუსითაა წარმოდგენილი.